მეცნიერების მუზეუმი (ლონდონი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მეცნიერების მუზეუმი - მსხვილი სამეცნიერო მუზეუმი ლონდონში. მდებარეობს სამხრეთ კენსინგტონში, გამოფენების ქუჩაზე, ორ სხვა მსხვილ მუზეუმთან ერთად - ბუნებისმეტყველების და ვიქტორიასა და ალბერტის. დაარსდა 1857 წელს, დამოუკიდებელი მუზეუმის სტატუსი 1909 წელს მიენიჭა. მუზეუმს წლიურად დაახლოებით 3 მილიონი სტუმარი ჰყავს, რაც მას სტუმრების წლიური რაოდენობით ბრიტანეთში მეშვიდედ ხდის.[1]

მეცნიერების მუზეუმი

მუზეუმის შესასვლელი
51°29′51″ ჩ. გ. 0°10′29″ დ. გ. / 51.49750° ჩ. გ. 0.17472° დ. გ. / 51.49750; -0.17472
დაარსდა 1857 წ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მდებარეობა South Kensington
ვიზიტორები დაახ. 3 მილიონი (წლიურად)
ოფიციალური საიტი https://www.sciencemuseum.org.uk/
Map

მუზეუმის კოლექცია მოიცავს მეცნიერების სხვადასხვა სფეეოს - მედიცინას, კოსმონავტიკას, ენერგეტიკას და ა.შ. მუზეუმში მოქმედებს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც 1960-იან წლებამდე ბრიტანეთის ეროვნულ სამეცნიერო, სამედიცინო და ტექნოლოგიურ არქივად ითვლებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ბიბლიოთეკა იმპერიული კოლეჯის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან ერთად მუშაობდა და კოლექცია ორად დაყოფილი იყო. დაყოფა მოქმედებდა 2014 წლამდე.

დაარსება

რედაქტირება

მუზეუმი დაარსდა 1857 ბენეტ კროუფორდის მეთაურობით როგორც სამხრეთი კენსინგტონის მუზეუმის ნაწილი. კოლექცია შეგროვდა ხელოვნების სამეფო საზოგადოებისგან მიღებული ექსპონატებისგან. მათი უმეტესობა დღემდე შემორჩენილია. თავფაპირველ ექსპონატებში შედიოდა მექანიკის კოლექცია, რომელიც 1853 პატენტების მუზეუმად და 1863 წელს პატენტების ოფისის მუზეუმად იქცა.

1883 წელს სამხრეთ კენსინგტონის მეცნიერების კოლექცია მეცნიერების მუზეუმად ჩამოყალიბდა (სამხრეთი კენსინგტონის მუზეუმის დაქვემდებარებაში) და მას ცალკე დირექტორი დაენიშნა. ხელოვნების კოლექცია მეცნიერების კოლექციასგან დედოფალ ვიქტორიას ინიციატივით განცალკევდა და შემდგომში მეზობელ ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმად იქცა.[2] 1909 წლის 26 ივნისს მეცნიერების მუზეუმი ასევე ცალკე, დამოუკიდებელ დაწესებულებად იქცა.[2]

ცალკე შენობაში გადასვლა

რედაქტირება

მეცნიერების მუზეუმისთვის განმუთვნილი ცალკე შენობის მშენებლობა 1913 წელს დაიწყო, მაგრამ მას ხელი პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ შეუშალა. მისი დიზაინის ავტორი სერ რიჩარდ ალისონი იყო. საჯაროდ შენობა 1919-1928 წლების პერიოდში ეტაპებად იხსნებოდა.[3] ნაგებობა თავდაპირველად "აღმოსავლეთი ბლოკის" სახელით იყო ცნობილი. როგორც სახელიდან ჩანს, ის უფრო დიდი პროექტის ნაწილად იყო ჩაფიქრებული, რომელიც რეალიზებული არ იყო.[4] თუმცა, შემდგომ წლებში მუზეუმი გაფართოვდა - მას დაემატა საბავშვო ინტერაქტიული გალერეა 1931 წელს, ცენტრალური ბლოკი 1963 წელს, გალერეები 1980 და 2000 წლებში.

ისტორიის გამოცემა

რედაქტირება

უმსხვილესმა აკადემიურმა გამომცემელმა პალგრავ მაკმილანმა 2010 წლის 14 აპრილს მუზეუმის ასწლიანი ისტორიის აღწერა გამოსცა. მეცნიერების მუზეუმის ისტორიის გამოცემა აქამდე 1957 წლის შემდეგ არ განახლებულა. ახალი გამოცემა არ წარმოადგენს ქრონოლოგიურ ისტორიას პირდაპირი მნიშვნელობით და აკადემიურ წყაროებთან ერთად შეიცავს მუზეუმის პერსონალის და მასთან დაკავშირებული სხვა პირების მოგონებებს.

გალერეები

რედაქტირება

მუზეუმში ორი შენობა მოქმედებს - მთავარი შენობა და გასაცნობი დარბაზი. 1979-2019 წლებში კოლექციის ნაწილი ინახებოდა ბლაითის სახლის საცავში, რომელიც არ წარმოადგენდა გალერეას, მაგრამ სთავაზობდა კოლექციის ტურებს.[5] დღეს კოლექციის ეს ნაწილი გადატანილია კოლექციების ეროვნული ცენტრის მეცნიერების მუზეუმის განყოფილებაში.

მუზეუმში გამოფენების ქუჩის მთავარი შესასვლელიდან შემოსული სტუმრები ნულოვან სართულზე ხვდებიამ. აქ სამი გამოფენა იმყოფებს - ენერგიის დარბაზი, კოსმოსის შესწავლა და თანამედროვე მსოფლიოს შექმნა.

ენერგიის დარბაზში წარმოდგენილია ინდუსტრული რევოლუციის დროინდელი ორთქლის ძრავების კოლექცია და ჯეიმზ ვატტის სამუშაო ოთახის რეკრეაცია. კოსმოსის შესწავლის გალერეაში ინახება კოსმოსში მოგზაურობასთან დაკავშირებული ფაილები და ფოტოგრაფიები. თანამედროვე ცხოვრების შექმნის დარბაზში ინახება, სხვა ექსპონატებთან ერთად, მსოფლიოში უძველესი შემორჩენილი ორთქლმავალი ლოკომოტივი.

სართული 1-3

რედაქტირება

პირველი სართული მთლიანად უკავია სამედიცინო გალერეაა. გალერეა გაიხსნა 2019 წელს.[6] მეორე სართული უკავია საათების გალერეას, რომელიც მსოფლიოში უძველესად ითვლება, "მეცნიერების ქალაქს" - ლონდონის განვითარების, მათემატიკის და კომუნიკაციის გალერეას. მესამე სართულზე ინტერაქტიული ლაბორატორიაა განთავსებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება