მეღვრეკისის კოშკი

მეღვრეკისის კოშკი – კოშკი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის დასავლეთით. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7 მ, კედლის სისქე 1,3 მ), ორსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით. ჩანგრეული იყო მეორე სართულის გადახურვა. შესასვლელი აქვს ჩრდილოეთით, მეორე სართულზე. სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია კედელში დატანებული კიბით. პირველი სართული გადახურულია აგურის გუმბათით. მეორე სართულის კედელში სათოფურებია. კოშკი მოსახლეობას თავისი ძალებით შეუკეთებია და გაუმაგრებია.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 455