მექსიკის პოლიტიკური სისტემა

(გადამისამართდა გვერდიდან მექსიკის პოლიტიკა)

მექსიკის პოლიტიკური სისტემა — ფედერალურ საპრეზიდენტო წარმომადგენლობით დემოკრატიულ რესპუბლიკას წარმოადგენს, რომლის მმართველობაც მრავალპარტიული კონგრესის სისტემაზეა დაფუძნებული, სადაც მექსიკის პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურიცაა და მთავრობის მეთაურიც. მექსიკის შეერთებულ შტატებს ფედერალური მთავრობა წარმოადგენს, რომელიც 1917 წელს მიღებული მექსიკის კონსტიტუციის მიხედვით, სამ შტოდ იყოფა: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოდ. ფედერაციის შემადგენელ შტატებს მათი კონსტიტუციების შესაბამისი, კონგრესის სისტემაზე დაფუძნებული მმართველობის რესპუბლიკური ფორმაც უნდა ჰქონდეთ.[1]

აღმასრულებელი ძალაუფლება აღმასრულებელი შტოს ხელშია, რომლის მეთაურიც პრეზიდენტია. პრეზიდენტს ჰყავს მდივანთა კაბინეტი, რომელიც საკანონმდებლო შტოსგან დამოუკიდებელია. საკანონმდებლო ძალაუფლება მექსიკის კონგრესის ხელშია, რომელიც ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოა. ზედა პალატას რესპუბლიკის სენატი წარმოადგენს, ხოლო ქვედა პალატას ― დეპუტატთა პალატა. სასამართლო ხელისუფლება იუსტიციის უზენაეს სასამართლოს, ფედერალურ სასამართლო საბჭოსა და კოლეგიურ, ერთეულ და საოლქო ტრიბუნალებს მოიცავს.

კონსტიტუციური წყობა

რედაქტირება

მექსიკაში მკვეთრადაა გამიჯნული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა კონგრესი. იგი შედგება ორი პალატისაგან:

ორივე პალატას ირჩევენ საყოველთაო არჩევნების გზით.

აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. იგი აკომპლექტებს მთავრობას (ე.წ. აღმასრულებელ კაბინეტს). განსხვავებით ლათინური ამერიკისა და აშშ-სა მექსიკაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არა არის.

სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს უზენაესი სასამართლო, რომლის მოსამართლეებს ამტკიცებს სენატი პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე. ისევე, როგორც აშშ-ში მექსიკაშიც უზენაესი სასამართლო ითავსებს კონსტიტუციური სასამართლოს ფუნქციებსაც.

საარჩევნო სისტემა

რედაქტირება

საარჩევნო ციკლი მექსიკაში მეორდება ყოველ ექვს წელიწადში, როდესაც ერთდროულად მიმდინარეობს კონგრესის ორივე პალატის და პრეზიდენტის არჩევნები. გარდა ამისა შუალედში მიმდინარეობს კიდევ ერთი არჩევნები, ირჩევენ დეპუტატთა პალატის წევრებს (მათი უფლებამოსილება 3 წლითაა განსაზღვრული).

1991 წელს ფორმირება განიცადა სენატის არჩევნების სისტემამ. თუ მანამდე სენატის ყველა წევრს ირჩევდნენ ყოველ 6 წელიწადში, შემდეგ 32 სენატორს (25%) ირჩევდნენ ცალკე, ხოლო - 96 სენატორს(75%) ცალკე. მაგრამ 2000 წელს ეს წესი გააუქმეს და არჩევნების ძველ სისტემას დაუბრუნდნენ.

1976 წლიდან 500 ადგილიანი დეპუტატთა პალატის 300 წევრს (60%) ირჩევენ მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო 200 (40%) - პროპორციული სისტემით. 2000 წელს არჩევნების ეს შერეული სისტემა შემოიღეს სენატის არჩევნებისთვისაც. 128 სენატორიდან 32-ს ირჩევენ მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 96-ს პროპორციული საარჩევნო სისტემით.

პარტიები

რედაქტირება

დღესდღეობით მექსიკაში სამპარტიული პოლიტიკური სისტემაა. ქვეყნის მთავარი პარტიაა ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია, რომელიც 72 წლის განმავლობაში (1928-2000 წწ.) დომინირებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მემარჯვენე პარტიაა ეროვნული მოქმედების პარტია, ხოლო მემარცხენე ძალაა რევოლუციურ-დემოკრატიული პარტია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. OECD (2004-10-20). OECD Territorial Reviews: Mexico City 2004 (en). OECD Publishing. ISBN 978-92-64-01832-7.