მექსიკის სენატი (ესპ. Cámara de Senadores ან Senado) – მექსიკის ორპალატიანი კონგრესის ზედა პალატა. 1990 წლის რეფორმების შემდეგ სენატის წევრთა რაოდენობაა 128, რომელთაც ირჩევენ 6 წლის ვადით.

  • ორ-ორი წევრი 31 შტატიდან და ფედერალური რაიონიდან არჩეულია არჩევნებში გამარჯვებული უმრავლესობის ქვოტით;
  • თითო-თითო წევრი 31 შტატიდან და ფედერალური რაიონიდან არჩეულია არჩევნებში მეორე ადგილზე გასული უმცირესობის ქვოტიდან;
  • დანარჩენი 32 სენატორის ადგილი კი გაყოფილია არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის პროპორციული სისტემით.
მექსიკის სენატის ტრიბუნა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება