მეფე და მეფე“ (ნიდერლ. Koning en Koning) — საბავშვო წიგნი, დაწერილი ლინდა დე ჰაანისა და სტერნ ნეილანდის მიერ.

წიგნის პირველი ნაწილი აშშ-ში გამოიცა 2002 წლის იანვარში, 2004 წელს კი წიგნის მეორე ნაწილი, სადაც მეფემ და ახალგაზრდა პრინცმა გასაზრდელად ბავშვი იშვილეს. კონსერვატული ფრთის წარმომადგენლებმა გამოთქვეს პროტესტი საბავშვო ბაღებში ამ წიგნის სწავლებისათვის და მათი აკრძალვა მოითხოვეს, ვინაიდან წიგნის შინაარსი დამყარებულია ჰომოსექსუალურ პრინციპებზე.

პირველი წიგნის სიუჟეტით ახალგაზრდა პრინცი, სახელად ბერტი დედის დაჟინებული მოთხოვნით გადაწყვეტს დაქორწინებას. დათქმულ დროს დედამიწის ყველა კუთხიდან ეტლებით ჩამოდიან პრინცესები, რათა პრინცმა რომელიმე აარჩიოს, მაგრამ იგი ირჩევს პრინცს, რომელიც ერთ-ერთ მათგანს ახლდა. წიგნი სრულდება ორის ქორწინებით.

პროგრამის „არა აუტსაიდერებს“ ფარგლებში ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტმა „მეფე და მეფეს“ მიანიჭა საგანმანათლებლო სტატუსი, რითაც მოსწავლეებს აცნობენ გეების პრობლემებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ლგბტ უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობები. [1]

  1. Kelland, Kate (March 14, 2007). "Gay fairytales" anger British religious groups“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 29, 2015. ციტირების თარიღი: მარტი 11, 2013.