„მეფე-ზარი“ (რუს. Царь-колокол) — XVIII საუკუნის სამსხმელო ხელოვნების ძეგლი რუსეთში, ქალაქ მოსკოვში.[1] სიმაღლე შესაკრავთან ერთად 6,24 მ, დიამეტრი 6,6 მ, მასა 202 ტ. დანიშნულების მხრივ არასდროს გამოყენებულა. ჩამოასხეს რუსეთის იმპერატორის ანა იოანეს ასულის ბრძანებით 1730 წელს. ჩამოსხმულია ბრინჯაოსგან ოსტატ ივანე მოტორინისა და მისი შვილის მიხეილის მიერ. 1737 წელს მოსკოვის დიდი ხანძრის დროს დაზიანდა და მიწის ქვეშ დაახლოებით 1 საუკუნე დაჰყო. XIX საუკუნის პირველ ნახევარში იგი აწიეს და დადგეს მოსკოვის კრემლის პოსტამენტზე ივანე დიდის სამრეკლოს გვერდით.[2]

მეფე-ზარი
კოორდინატები 55°45′03″ ჩ. გ. 37°37′06″ ა. გ. / 55.75083° ჩ. გ. 37.61833° ა. გ. / 55.75083; 37.61833
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი, მოსკოვი
არქიტექტორი ივანე მოტორინი
ტიპი ზარი
მასალა ბრინჯაო
სიგანე 6,6 მ
სიმაღლე 6,24 მ
დაწყების თარიღი 1733 წ.
დასრულების თარიღი 1735 წ.
  1. Царь-колокол | Энциклопедический словарь
  2. Захаров Н. Кремлёвские ворота. — М.: Московский рабочий.