მეფეთა სალარო
„მეფეთა სალარო“ — ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი. დიდაქტიკურ-მორალური ხასიათის იგავ-არაკების კრებული, რომელიც მოგვითხრობს მეფეთა და მმართველთა მაღალ დანიშნულებაზე, მათ უფლება-მოვალეობაზე. ავტორი სახელმწიფოს მართვისა და ქვეშევრდომთა მოვლაპატრონობის იდეალურ სურათს გვიხატავს. 28 თავისაგან შემდგარი თხზულება ერთადერთი ნაკლული ხელნაწერით არის მოღწეული (A — 617). „მეფეთა სალარო“ სპარსულიდან უნდა იყოს ნათარგმნი არა უგვიანეს XVII საუკუნისა, თხზულების წყარო უცნობია.
ლიტერატურა
რედაქტირება- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1958;
- კობიძე დ., ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, ტ. 2, თბ., 1969;
- მიქაძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 622, თბ., 1983