მეტეხის სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
მეტეხის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, გუგულაანთ უბანში, საშუალო სკოლასთან. თარიღდება ძვ. წ. XIII-XII საუკუნეებით. დაინგრა მიწის სამუშაოების დროს. მასში აღმოჩნდა თიხის სამი ჭურჭელი, ბრინჯაოს ორი ცული, მასრაგახსნილი შუბისპირი, ბრინჯაოს ფოთლისებრი სატევარი და ბრინჯაოს სატეხის მასრა. ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ამავე სოფელში ნაპოვნი ბრინჯაოს ფოთლისები სატევრისპირი, ბრინჯაოს მასრაგახნილი შუბისპირი და ბრინჯაოს საკინძი ინახება გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაშვილი, შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 179.