მეტეხის ნიში
მეტეხის ნიში — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში. აგებულია შუა საუკუნეებში.
სოფლის სასაფლაოზე, ძველი ეკლესიის ადგილას აშენებულია თლილი ქვით ნაგები მცირე ზომის სალოცავი ნიში, რომელიც ხის ფარდულშია მოთავსებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004