მეტეხის კვირაცხოვლის ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეტეხი.

მეტეხის კვირაცხოვლის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის დასავლეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,7 X 6 მ), ნაგებია რიყის ქვით, შიგნითა კედლები და პილასტრები ქვითაა ნაწყობი, ხოლო კრონშტეინები, კაპიტელები, თაღი, კამარა და კონქი - კარგად შერჩეული მცირე ზომის შირიმის ქვით. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან მხრებით და მათზე გადაყვანილი შეისრული სატრიუმფო თაღითაა გამოყოფილი. აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, აფსიდის ქვედა ნაწილში თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივი კედლების განაპირა მონაკვეთებში წყვილ-წყვილი პილასტრია, რომლებზეც შეისრული კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი.

სამხრეთ ფასადზე შესასვლელი დასრულებულია თაღიანი ტიმპანით, რომელშიც სწორკუთხა შეღრმავებაა. ამ ფასადზე კუთხეები თლილი ქვითაა ნაწყობი. ფასადებზე სარკმლები სწორკუთხაა. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების ფრონტონებზე, კედლის სიბრტყეში თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. თითქმის მთლიანადაა შემორჩენილი თლილი ქვით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.