მესტალია (ესპ. Estadio de Mestalla) — საფეხბურთო სტადიონის ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ საშინაო არენა.

მესტალია
სრული სახელი ესტადიო დე მესტალია
წინა სახელები ესტადიო ლუის კასანოვა
მდებარეობა ვალენსია, ესპანეთი
გაიხსნა 20 მაისი, 1923
მესაკუთრე ს.კ. ვალენსია
საფარი გაზონი
არქიტექტორი ესპანეთის დროშა ფრანსისკო ალმენარ კინსა
ტევადობა 55 000 [1]
გუნდები
ვალენსია

1922 წელს ს.კ. ვალენსიის პრეზიდენტმა რამონ ლეონარტემ ვალენსიის ცენტრში მიწის ნაკვეთი შეიძინა და სტადიონის მშენებლობა დაიწყო. ერთ-ერთი ინფორმაციით, არენის მშენებლობისთვის თანხა კლუბის ერთგულმა გულშემატკივარმა გადარიცხა, რადგან თვითონ „ვალენსიას“ იმ დროს სტადიონის ასაშენებლად საკმარისი სახსრები არ ჰქონდა. ფულის დაზოგვის მიზნით, ტრიბუნები ხისგან გაკეთდა, ხოლო მოედანს საფარი არ ჰქონდა.

მესტალიის მშენებლობა 1923 წელს დასრულდა. მისი პროექტის შემქმნელია ვალენსიელი არქიტექტორი ფრანსისკო ალმენარ კინსა. შემდგომში სტადიონმა ექვსჯერ განიცადა რეკონსტრუქცია, მალე არენას გაუკეთეს ბუნებრივი საფარი და ტრიბუნებიც გამოუცვალეს. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს სტადიონი მთლიანად დაინგრა, მის შეკეთებას რამდენიმე თვე დასჭირდა.

1969 წლის 23 აგვისტოს ს.კ. ვალენსიის დირექტორთა ყრილობაზე გადაწყვიტეს სტადიონისთვის ახალი სახელი დაერქმიათ ლუის კასანოვას პატივსაცემად, რომელიც ითვლება კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტად. 1994 წელს თვითონ კასანოვას თხოვნით სტადიონს ძველი სახელი დაუბრუნდა.

სტადიონის უკანასკნელი მასშტაბური რეკონსტრუქცია დასრულდა 2001 წელს, „ვალენსიისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაპირისპირებისთვის (0-0) ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში იგი უკვე მზად იყო.

1982 წელს არენამ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. [2]

ქვემოთ მოცემულია 1982 წლის მუნდიალის მატჩები, რომლებსაც უმასპინძლა მესტალიამ:

თარიღი გუნდი #1 შედეგი გუნდი #2 ეტაპი
16 ივნისი, 1982   ესპანეთი 1–1   ჰონდურასი პირველი რაუნდი, ჯგუფი 5
20 ივნისი ,1982   ესპანეთი 2–1   იუგოსლავია პირველი რაუნდი, ჯგუფი 5
25 ივნისი, 1982   ესპანეთი 0–1   ჩრდილოეთი ირლანდია პირველი რაუნდი, ჯგუფი 5
  1. Estadio Mestalla. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-30. ციტირების თარიღი: 2018-02-11.
  2. Extra stadium info – Mestalla.