მესამე თაობა (ტელესერიალი)


„მესამე თაობა“ — ქართული თინეიჯერული და ახალგაზრდული სერიალი, რომელიც „ფორმულა კრეატივმა“ გადაიღო 2008 წელს პირველი არხისთვის. სერიალი გადიოდა ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 17:00.

მესამე თაობა
მონაწილეობენ ალეკო მახარობლიშვილი
დიმიტრი ტატიშვილი
ოფო სებისკვერაძე
ანი იმნაძე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
სეზონი 1
პირველად ეთერში 24 დეკემბერი 2008

სერიალის მთავარი თემაა სტუდენტები, საუნივერსიტეტო ცხოვრება-სწავლა, შემოქმედება, გართობა და დასვენება. სიტუაცია ვითარდება უცხოელი სტუდენტი გოგონას გარშემო, რომელიც საერთაშორისო გაცვლითი პროგრამით სწავლობს საქართველოში და ცხოვრობს ამავე პროგრამით უცხოეთში წასული ქართველი სტუდენტის ოჯახში.

გადაღება

რედაქტირება

„ფორმულა კრეატივი“ სერიალისთვის ამზადებდა დეკორაციას და გადაღება მიმდინარეობდა სხვადასხვა პავილიონებში, ერთ-ერთი იყო უნივერსიტეტის აუდიტორია.