მესაათე

2011 წლის ფილმი

მესაათე — რეჟისორ გიორგი მასხარაშვილის მიერ „Studio Sanguko“–ს[1] 2011 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი.

„მესაათე“
ჟანრი დრამა, დეტექტივი
რეჟისორი გიორგი მასხარაშვილი
პროდიუსერი გიორგი მასხარაშვილი, გუკა რჩეულიშვილი
სცენარის ავტორი გიორგი მასხარაშვილი
როლებში გიორგი ნაკაშიძე, დავით გოცირიძე, გიორგი მეგრელიშვილი, გიორგი ტაბიძე
კომპოზიტორი Nicka Kacharov
ხმის ოპერატორი გვაჯი
ოპერატორი გიორგი შველიძე
მხატვარი გიორგი მასხარაშვილი
სტუდია Studio Sanguko
გამოსვლის თარიღი 2011
ხანგრძლივობა 90 წუთი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული

გახმაურებული მკვლელობების სერია, დაკავებული ბოროტმოქმედი, საბოლოო განაჩენის მოლოდინი - ეს არის დოკუმენტური ფილმის თემა, რომელზეც ირაკლი მუშაობს. რაც უფრო შორს მიდის კვლევა, მით უფრო მზაფრად იკვეთება საზოგადოების როლი სამყაროში უსამართლობის დამკვიდრებასა და თავისუფალი სულის განადგურებაში.[2]

რეჟისორი ფილმის შესახებ: რაც შეეხება “მესაათეს”, ის უფრო რთული ფილმია და ეხება თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა სოციუმში არსებულ მენტალურ პრობლემას. მენტალური პრობლემა ყველა ქვეყანაში არსებობს და მას ქმნის ხალხი. ისტებლიშმენტი ყოველთვის თამაშობს ხალხის მენტალობაზე, სოციუმი კი ყლაპავს მათ მიერ გადმოგდებულ პატარ-პატარა ანკესებს და ფილმის გმირები ხშირ შემთხვევაში ეწირებიან ამ თამაშებს.[3]

  • გიორგი ნაკაშიძე
  • დათო გოცირიძე
  • გიორგი მეგრელიშვილი
  • გიორგი ტაბიძე
  • გიორგი მასხარაშვილი
  • ლევან ბერიკაშვილი
  • ნინო წოწორია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება