მერს კანინგემი (ინგლ. Merce Cunningham; დ. 16 აპრილი, 1919 — გ. 26 ივლისი, 2009) — ამერიკელი მოცეკვავე, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქორეოგრაფი, ცეკვის საკუთარი სტილის ჩამომყალიბებელი.

კარიერაში, რომელიც თითქმის შვიდი ათწლეული გრძელდებოდა ბატონი კანინგემი აისიდორა დუნკანთან, სერჟ დიაგილევთან, მართა გრაამთან და ჯორჯ ბალანჩინთან ერთ რანგში იდგა თითქმის სიცოცხლის ბოლომდე. 1989 წლამდე, უკვე 70 წლის ასაკში, ის მისი კომპანიის „Merce Cunningham Dance Company“ თითოეულ წარმოდგენაში მონაწილეობდა. ხოლო 1999 წელს, 80 წლისამ, მიუხედავად სისუსტისა, მიხაილ ბარიშნიკოვთან დუეტში იცეკვა ნიუ-იორკის შტატის თეატრში. 2009 წელს მისი დაბადების დღეზე 90-წუთიანი „Nearly Ninety“ (თითქმის ოთხმოცდაათი) მსოფლიო პრემიერის ნახვის შემდეგ ბრუკლინის მუსიკის აკადემიაში, ის საკუთარი მოცეკვავეებისთვის ქორეოგრაფობას შეუდგა, ვინაიდან, მისი თქმით, მის თავში ის კვლავაც ქმნიდა ცეკვებს.

მისი ცხოვრების ბოლო წლებში მას უკვე თითქმის საყოველთაოდ მსოფლიოს უდიდეს ქორეოგრაფს უწოდებდნენ. მრავალისთვის კი ის უბრალოდ უდიდესი ცოცხალი ხელოვანი იყო სემუელ ბეკეტის შემდეგ.

რუსერსები ინტერნეტში

რედაქტირება