მერი ჰანიბოლი
მერი ჰილდა როზამანდ ჰანიბოლი[1] (დაბადებული 1952 წლის 12 ნოემბერს ვეიმაუთში, დორსეტში) არის პოლიტიკოსი და ყოფილი ბრიტანელი ლეიბორისტი. იგი წარმოადგენდა ლონდონს ევროპის პარლამენტში 2000-დან 2019 წლამდე. ჰანიბოლი ლეიბორისტთა 1999 წლის სიაში მეშვიდე ადგილს იკავებდა, თუმცა არ აურჩევიათ ევროპის საპარლამენტო არჩევნებში. თუმცა, ჰანიბოლმა ჩაანაცვლა პოლაინ გრინი, რომელმაც დატოვა პარლამენტი 1999 წლის ნოემბერში. შესაბამისად, ჰანიბოლი აირჩიეს ევროპის პარლამენტში 2004, 2009 და 2014 წლებში. 2019 წლის ხელახალ არჩევნებში მას მონაწილეობა აღარ მიუღია და დატოვა ლეიბორისტული პარტია მალევე, რაც ხმის მიცემა დასრულდა გაერთიანებულ სამეფოში.[2] ჰანიბოლი მეორედ შეუერთდა ლეიბორისტული პარტიის რიგებს 2021 წლის განმავლობაში.
მერი ჰანიბოლი | |
---|---|
მერი ჰანიბოლი სტრასბურგში 2014 წელს | |
დაბადების თარიღი |
1952 წლის 12 ნოემბერი (71 წლის), ვეიმაუთი, დორსეტი, გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | სამერვილის კოლეჯი, ოქსფორდი |
პროფესია | საჯარო ადმინისტრირება |
პარტია | ლეიბორისტული პარტია |
საიტი | thehoneyballbuzz.com |
ბიოგრაფია
რედაქტირებამერი ჰანიბოლმა განათლება მიიღო სამერვილის კოლეჯში, ოქსფორდში. ევროპის პარლამენტში არჩევამდე, ჰანიბოლის კარიერა გრძელდებოდა საქველმოქმედო და არასამთავრობო სექტორში. 1980-იანი წლების განმავლობაში, იგი მართავდა მოხალისეობრივი მომსახურების საბჭოს, ლონდონის ნიუჰემის ბოროუში, სანამ არ წავიდა სამუშაოდ უნარშეზღუდულთა საქველმოქმედო ორგანიზაციის (ინგლ. Scope) უფროს მენეჯერად. მოგვიანებით, ჰანიბოლი მუშაობდა პრობაციის უფროს ოფიცერთა ასოციაციის გენერალურ მდივნად 1994-დან 1998 წლამდე და მანამდე, მარტოხელა მშობლების ოჯახების საქველმოქმედო ორგანიზაციაში აღმასრულებელ თავმჯდომარედ (ინგლ. Gingerbread). აგრეთვე, იგი ლონდონის ბარნეტის ბოროუში იყო კანცლერი 1978-დან 1986 წლამდე. ჰანიბოლი წარუმატებლად მონაწილეობდა ლეიბორისტების სახელით ენფილდის საუთგეიტის ოლქის არჩევნებში 1983 წელს და ნორვიჩის ჩრდილოეთ ოლქის არჩევნებში 1987 წელს.
მერი ჰანიბოლი თავმჯდომარეობდა დიდი ლონდონის ლეიბორისტული პარტიის ქალთა კომიტეტს 1980-იანი წლების განმავლობაში და გაატარა სამი წელიწადი "ემილის სიის" მდივნად, ორგანიზაციისა, რომელიც დახმარებას უწევდა ლეიბორისტ ქალთა კამპანიას პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად.[3][4] ჰანიბოლი წარმოადგენდა გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტებს ევროპის პარლამენტის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტში და ასრულებდა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას 2014-დან 2019 წლამდე.[5] ასევე, ჰანიბოლმა დაიკავა სოციალისტთა და დემოკრატთა ჯგუფის კოორდინატორის პოზიცია პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტში.[6] ამავდროულად, იგი რეგულარულად წერდა ბლოგებს ქალთა უფლებების, რელიგიისა და პოლიტიკის შესახებ[7] და საპატიო ასოცირება აკავშირებს "ეროვნულ სეკულარულ საზოგადოებასთან".[8]
2008 წლის მაისში ადამიანთა ნაყოფიერებისა და ემბრიოლოგიის კანონის შესახებ კომენტირებისას, ჰანიბოლმა იკითხა, შეძლებდნენ თუ არა მინისტრები მთავრობის მოწინავე პოზიციებზე დარჩენას, თუკი შეეწინააღმდეგებოდნენ კანონს აბორტის მიმართ.[9] იმავე სტატიაში, ჰანიბოლმა, ასევე თქვა, რომ კათოლიციზმმა "ძალიან მჭიდრო გავლენა" მოახდინა კონტინენტური ევროპის უმეტესი ნაწილის საკანონმდებლო პროცედურებზე, რადგან დაბლოკა ირლანდიასა და პორტუგალიაში აბორტის მიმართ ქალთა უფლებები.
2018 წლის 20 ივნისს მერი ჰანიბოლმა ხმა მისცა და არჩევანი გააკეთა სადავო მექანიზმის სასარგებლოდ, რომელიც მოიცავდა საავტორო უფლებების ევროპულ დირექტივას.[10] აღნიშნული მექანიზმი, ინტერნეტ-კომპანიებისგან მოითხოვდა "საუკეთესო ძალისხმევას" იმ ხალხის დასაცავად, რომლებიც ცდილობდნენ დაცული მასალების ატვირთვას, ინტერნეტ-მიმების ჩათვლით.[11]
ჰანიბოლი აღარ მოხვდა ლეიბორისტთა სიაში 2019 წლის ევროპის საპარლამენტო არჩევნებზე და ხმის მიცემის დასრულებიდან მცირე ხანში, ერთი მხრივ, განაცხადა, რომ ტოვებდა ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნა, რომ პარტიას "საშინელი პოზიცია ჰქონდა ბრექსიტის" მისამართით და პარტიის შიგნით ანტისემიტური მოქმედებები არ შეწყვეტილა.
მერი ჰანიბოლმა საკუთარი თავი "ჰუმანისტად" დაახასიათა და რეგულარულად წერდა ბლოგებს ქალთა უფლებებზე, რელიგიასა და პოლიტიკაზე. იგი პატრონობდა გაერთიანებული სამეფოს ჰუმანისტებს.[12]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ European Parliamentary Election, London Region, 10th June 2004: Notice of result. Royal Borough of Kingston upon Thames (13 June 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 June 2011. ციტირების თარიღი: 4 March 2010.
- ↑ Sugarman, Daniel (24 May 2019). „Mary Honeyball, a Labour MEP for 19 years, quits party over "shameful" inaction on anti-Semitism“. The Jewish Chronicle. ციტირების თარიღი: 24 May 2019.
- ↑ „Mary Honeyball“. Labourlist Profile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 6 August 2009.
- ↑ „Grants from Emily's List“. Emily's List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 სექტემბერი 2009. ციტირების თარიღი: 8 September 2009.
- ↑ Home - MEPs - European Parliament.
- ↑ Honeyball, Mary. (2 September 2009) Elected as S&D Group culture and Education committee co-ordinator.
- ↑ „The Gender Politics of Political Blogs“. BBC Radio Four Woman's Hour. ციტირების თარიღი: 6 November 2008.
- ↑ Honorary Associates en-GB. ციტირების თარიღი: 2019-08-01
- ↑ Honeyball, Mary (20 May 2008). „Cardinals' sins“. The Guardian. ციტირების თარიღი: 24 May 2019. ციტატა: „Gordon Brown has allowed his authority to be undermined by the three Catholics in his cabinet“
- ↑ Reda, Felix. (26 June 2018) These MEPs voted to restrict the internet in Europe today – but we're not giving up.
- ↑ Rankin, Jennifer (20 June 2018). „EU votes for copyright law that would make internet a "tool for control"“. The Guardian. ციტირების თარიღი: 24 May 2019.
- ↑ Former Labour Member of the European Parliament and Patron of Humanists UK en.