მერი ენ ბევანი (ქალიშვილობაში ვებსტერი, ინგლ. Mary Ann Bevan (Webster); დ. 20 დეკემბერი, 1874 — გ. 26 დეკემბერი, 1933) — ინგლისელი მედდა, რომელიც აკრომეგალიის განვითარების შემდეგ გამოდიოდა მობილური ცირკის შოუებში, ტიტულით — „ყველაზე მახინჯი ქალი მსოფლიოში“[1].

მერი ბევანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მერი ენ ვებსტერი დაიბადა 1874 წლის 20 დეკემბერს პლაისტოუში, აღმოსავლეთ ლონდონში მრავალშვილიანი მუშის ოჯახში. მოგვიანებით იგი გახდა მედდა. 1902 წელს იგი დაქორწინდა თომას ბევანზე[2], რომლისგანაც ოთხი შვილი შეეძინა. 1914 წელს თომას ბევანი მოულოდნელად გარდაიცვალა[3].

მერი ბევანს დაქორწინებისთანავე, დაახლოებით 32 წლის ასაკში დაეწყო აკრომეგალიის სიმპტომების გამოვლენა[4]. მას დაეწყო სახის არანორმალური ზრდა და დამახინჯება, ძლიერი თავის ტკივილი და მხედველობის დაქვეითება. 1914 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ მას აღარ ჰქონდა შემოსავალი საკუთარი თავისა და ოთხი შვილის სარჩენად. ბევანმა გადაწყვიტა გამოეყენებინა თავისი გარეგნობა და მონაწილეობა მიიღო კონკურსში „უმახინჯესი ქალი“, რომელიც მან მოიგო[3].

1920 წელს იგი დაიქირავა ამერიკელმა შოუმენმა სამუელ ვ. გომპერცმა, რათა გამოსულიყო კონი აილენდის დრიიმლენდის საიდშოუს ფრიკის შოუში, სადაც მან გაატარა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი. გარდაცვალებამდე ის ასევე გამოდიოდა რინგინგ ბროდერსის ცირკში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. National Fairground Archive – Extracts from World's Fair, 1931–1940 (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 16 June 2019
  2. "England and Wales Marriage Registration Index, 1837-2005," database, FamilySearch (https://familysearch.org/ark:/61903/1:1:263B-WFY : 13 December 2014), Mary Ann Webster, 1902; from "England & Wales Marriages, 1837-2005," database, findmypast (http://www.findmypast.com : 2012); citing 1902, quarter 2, vol. 2A, p. 839, Bromley, Kent, England, General Register Office, Southport, England.
  3. 3.0 3.1 Hartzman, Marc (2006). American Sideshow: An Encyclopedia of History's Most Wondrous and Curiously Strange Performers. Penguin, გვ. 121. ISBN 1-585-42530-3. 
  4. American Philosophical Society. 6 August 1924. "Mary Bevan and her children". Accessed 22 August 2007.