მერი ელიზაბეთ მასტრანტონიო

მერი ელიზაბეთ მასტრანტონიო (ინგლ. Mary Elizabeth Mastrantonio; დ. 17 ნოემბერი, 1958) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. მისი მშობლები იტალური წარმოშობის ამერიკელები იყვნენ. მიღებული აქვს ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები მეორეხარისხოვანი როლისთვის მარტინ სკორსეზეს 1986 წლის ფილმში „ფულის ფერი“. 2005 წლიდან მოღვაწეობას კინოს ნაცვლად მეტწილად ტელევიზიაში აგრძელებს.

მერი ელიზაბეთ მასტრანტონიო
დაბადების თარიღი 17 ნოემბერი, 1958 (1958-11-17) (65 წლის)
ლომბარდი, აშშ
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1982-დღემდე

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1983 ნაიარევი სახე Scarface ჯინა მონტანა
1986 ფულის ფერი The Color of Money კარმენი
1991 რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული Robin Hood: Prince of Thieves ლედი მარიანა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება