მერი-როუზიევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩაძირული ხომალდი. ის ინგლისის მეფის, ჰენრი VII-ის ფლაგმანი იყო. „მერი-როუზის“ აგება 1509 წელს დაიწყო. 1536 წელს იგი ახალი და მძლავრი ქვემეხით აღჭურვეს. 1545 წელს ხალხმა და მეფემ „მერი-როუზი“ საბრძოლველად გააცილა, თუმცა მოკლე ხანში ჩაიძირა.

მერი-როუზი

ზედა გემბანზე ხალხისა და შეიარაღების წონამ „მერი-როუზის“ ბალანსი შეარყია. მოულოდნელად ერთ მხარეს გადაიხარა და სათოფურებიდან წყალმა დაიწყო შეღწევა. გემმა წონასწორობა ვეღარ აღიდგინა, წყლით დამძიმდა და ფსკერისკენ დაეშვა.

„მერი-როუზი“ ფსკერზე მარჯვენა ბორტით დაესვენა. მარჯვენა მხარეს განლაგებული კაბინები არ დაზიანებულა, რადგან პორტსმუთთან (სამხრეთი ინგლისი) რბილ ლამში ჩაეფლო. წლების განმავლობაში იგი შლამის ფენებმა დაფარა და უჩინარი გახადა. მკვლევრებს არაერთხელ უცდიათ „მერი-როუზის“ ჩაძირვის ადგილის გამოკვლევა. ორი საუკუნის წინ იტალიელმა ექსპერტებმა ძვირფასი ქვემეხის პოვნა სცადეს. 1836-1840 წლებში მყვინთავებმა ფეთქებადი ნივთიერებები ჩაუშვეს წყალში, რათა ჩაძირული ხომალდისთვის მიეკვლიათ. არქეოლოგებმა კატასტროფის ადგილს მხოლოდ 1967 წელს მიაგნეს და 1979 წელს დაიწყეს გათხრები. 1982 წელს „მერი-როუზის“ ნარჩენები ზედაპირზე ამოიტანეს, რაც დღეს მუზეუმშია გამოფენილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება