მერაბ ხაბაზი
მერაბ ხაბაზი (დ. 12 დეკემბერი, 1960, ს. აჭყვისთავი, ქობულეთის რაიონი — გ. 16 ივლისი, 2005, უშბა) — ქართველი მთამსვლელი და მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.
1999 წლის 26 მაისს ავიდა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალ ჯომოლუნგმაზე. სხვა მწვერვალები – გამარჯვების პიკი, ხან-თენგრი (ტიან შანში), კავკასიონზე – უშბა (ორჯერ), შხარა (ორჯერ), გავლილი აქვს უამრავი უმაღლესი კატეგორიის ტექნიკური მარშრუტი.
მერაბ ხაბაზი ზაალ ქიქოძესთან ერთად 2005 წლის ივლისში უშბაზე ტრაგიკულად დაიღუპა.[1] დაკრძალულია ქობულეთში.[2]