მეორე საარტილერიო ბრიგადა (საქართველო)

მეორე საარტილერიო ბრიგადა, საარტილერიო ბრიგადა საქართველოს სახმელეთო ძალების შემადგენლობაში. შეიქმნა 2008 წელს I საარტილერიო ჯგუფის ბაზაზე. ბრიგადის დისლოკაციის ადგილად ქალაქი ხონი განისაზღვრა.[1] ექვემდებარება სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდლობას.[2]

ბრიგადამ აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში. 2010 წლიდან ბრიგადის პირადი შემადგენლობა სისტემატურად მონაწილეობს ISAF-ის ოპერაციაში ავღანეთში.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. მეორე საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 6 წელი შეუსრულდა[მკვდარი ბმული]. ექსპრესნიუსი. 02.11.2014
  2. სახმელეთო ჯარები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  3. 2011 წ. 26 მაისის აღლუმის პროგრამა[მკვდარი ბმული]. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 25.05.2011