მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული საზღვაო ჰოსპიტალები

საზღვაო ჰოსპიტალებზე გამოსახული უნდა იყოს წითელი ჯვარი () ან წითელი ნახევარმთვარე (). იაპონური საზღვაო ჰოსპიტალი  Awa Maru ჩაძირვამდე თეთრ ჯვარს ატარებდა.

პროპაგანდისტული პოსტერი მოუწოდებს ავსტრალიელებს, რათა ჩაძირული გემის გამო შური იძიონ
 
საბჭოთა საზღვაო ჰოსპიტალი Armenia (Армения).

მეორე მსოფლიო ომში მრავალი საზღვაო ჰოსპიტალი ჩაძირეს. მათგან ყველაზე სისხლიანი საბჭოთა გემ Armenia-ს ჩაძირვა იყო. ალყაში მოქცეულ საბჭოთა არმიას მხოლოდ ზღვით შეეძლოდაჭრილების ევაკუაცია. ამ მისიით გაიგზავნა Armenia სევასტოპოლში. 1941 წლის 6-7 ნოემბერს გემზე ათასობით დაჭრილი და სამოქალაქო პირი ავიდა. გემის კაპიტანმა ვლადიმერ პლაუშევსკიმ მიიღო ბრძანება, რომ ჩასულიყო იალტაში და აეყვანა კიდევ რამდენიმე ასეული დაჭრილი. მთელი ღამის განმავლობაში აყავდათ დაჭრილები გემზე, რის გამოც ვერ გავიდა იგი ზღვაში(ღამე სვლა, ბევრად უსაფრთხო იქნებოდა გემისთვის). დილის 8 საათზე Armenia გავიდა იალტის პორტიდან. 11:30 წუთზე, იალტიდან 25 მილის მოშორებით, გემს თავს გერმანული ბომ­ბდამ­შე­ნი He 111H დაესხა. თვითმფრინავის ერთი ტორპედო ასცდა, ხოლო მეორე მიზანში მოხვდა. გემი 4 წუთში ჩაიძირა და მხოლოდ 8 ადამიანი გადარჩა. Armenia-ს კატასტროფა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი მოვლენაა საზღვაო ისტორიაში.

1943 წლის 14 მაისის საღამოს, ავსტრალიური საზღვაო ჰოსპიტალი თავის მეორე რეისს ასრულებდა, როდესაც მას იაპონური წყალქვეშა ნავი I-177 დაესხა თავს. გემზე მყოფი 332 ადამიანიდან მხოლოდ 64 გადარჩა, რომლებიც 36 საათის შემდეგ აღმოაჩინეს. სხვადასხვა ვერსია არსებობს იმის შესახებ თუ რატომ დაესხა ნაკაგავა (წყალქვეშა ნავის კაპიტანი) ავსტრალიურ გემს. პირველი ვერსიით იაპონურმა დაზვერვამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა კაპიტანს და შეაცდინა იგი. მეორე ვერსიით კაპიტანმა შეგნებულად ჩაძირა ავსტრალიური გემი. ნაკაგავას ვერ დაუმტკიცეს ავსტრალიური საზღვაო ჰოსპიტალის ჩაძირვა, თუმცა ის დაადანაშაულეს 1944 წლის თებერვალში ბრიტანული სავაჭრო გემების ჩაძირვასა და გადარჩენილების დახოცვაში. მას მიესაჯა 4 წელი სუგამოს ციხეში.

1943 წლის 27 ნოემბერს არანაკლებ სისხლიანი ფაქტი მოხდა. იაპონური საზღვაო ჰოსპიტალი Buenos Aires Maru სენტ მატიასის კუნძულთან ჩაძირა ამერიკულმა ბომბდამშენმა B-24 „Liberator“-მა. აქაც არსებობს ვერსიები. პირველი ვერსიის თანახმად, თვითმფრინავმა შეცდომით დაბომბა გემი. მეორე ვერსიით, ჭურვის ჩაგდების შემდეგ, თვითმრფინავმა ტყვიამფრქვევებით ცეცხლი გაუხსნა სამაშველო ნავებს, რაც უბრალო შეცდომაზე ბევრად მეტია. გემის ჩაძირვას 158 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩაძირული სამხედრო ჰოსპიტალები

რედაქტირება
სახელი სურათი ეროვნება თარიღი კატასტროფის ადგილი მიზეზი დაიღუპა სქოლიო
HS Andros   საბერძნეთი 23 აპრილი 1941 ლუთრაკი (კორინთოს არხის დასავლეთით) ჩაძირა იტალიურმა თვითმფრინავმა ? [1]
HS Armenia     სსრკ 7 ნოემბერი 1941 იალტიდან 25 მილზე 44°15′00″ ჩ. გ. 34°17′00″ ა. გ. / 44.25000° ჩ. გ. 34.28333° ა. გ. / 44.25000; 34.28333 ტორპედოთი ჩაძირა გერმანულმა ბომბდამშენმა He–111H Over 5,000 [2]
HS Arno     იტალია 10 სექტემბერი 1942 რაზ ელ ტინის ჩრდილო-აღმოსავლეთით 40 მილზე 33°14′00″ ჩ. გ. 23°23′00″ ა. გ. / 33.23333° ჩ. გ. 23.38333° ა. გ. / 33.23333; 23.38333 ტორპედოთი ჩაძირა ბრიტანეთის სამეფო ავიაციამ 27 [3]
HS Asahi Maru   იაპონია 17 აგვისტო 1945 უშიჯიმას დასავლეთით, ინლანდის ზღვა დაეჯახა ტანკერ Manju Maru-ს, გამოირიყა ნაპირზე და მიატოვეს. [4]
HS Attiki   საბერძნეთი 11 აპრილი 1941 დოროს სრუტე დაბომბეს და ჩაძირეს ? [5]
HS Awa Maru   იაპონია 1 აპრილი 1945 უშიჯიმას დასავლეთით, ინლანდის ზღვა ჩაძირა ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა Queenfish-მა [6]
HS Berlin     გერმანია 31 იანვარი 1945 სვინემუნდი (შემდეგ გადაიყვანეს კიელში ბუქსირით, რა დროსაც მეორეჯერ აფეთქდა ნაღმზე.) 54°02′06″ ჩ. გ. 14°19′00″ ა. გ. / 54.03500° ჩ. გ. 14.31667° ა. გ. / 54.03500; 14.31667 აფეთქდა ნაღმზე. იმავე დღეს აფეთქდა მეორე ნაღმზე, მოხსნეს ღირებული აღჭურვილობა და მიატოვეს. ? [7]
HS Buenos Aires Maru   იაპონია 27 ნოემბერი 1943 სენტ მატიასის კუნძულთან 02°40′00″ ს. გ. 149°20′00″ ა. გ. / 2.66667° ს. გ. 149.33333° ა. გ. / -2.66667; 149.33333 დაბომბა ამერიკულმა ავიაციამ 158 [8]

[9] [10]

HS California   იტალი 11 აგვისტო 1941 სირაკუზის ნავსადგური ტორპედოთი ჩაძირა ბრიტანულმა ავიაციამ 1 [11]
AHS Centaur     ავსტრალია 14 მაისი 1943 სტრადბროკის კუნძული, ქვინსლენდი ტორპედოთი ჩაძირა იაპონურმა წყალქვეშა ნავმა I-177 268 [12]
HS Città di Trapani   იტალია 1 დეკემბერი 1942 იზოლა-დეი-კანიდან აღმოსავლეთით 11 მილზე აფეთქდა საზღვაო ნაღმზე 5 [13]
HS Dronning Maud     ნორვეგია 01 მაისი 1940 გრატანგენთან ახლოს (ნორვეგია) ჩაძირა გერმანულმა თვითმფრინავმა 42 [14]
HS Esperos   საბერძნეთი 21 აპრილი,1941 მისოლონგთან (საბერძნეთ) ჩაძირა გერმანულმა თვითმფრინავმა ? [15]
HMHS Hikawa Maru No.2   ნიდერლანდები

  იაპონია

17 აგვისტო 1945 ვაკასას სანაპირო ? [16]

[17]

HMHS Maid of Kent     გაერთიანებული სამეფო 21 მაისი 1940 დიპის ნავსადგური დაბომბა გერმანულმა თვითმფრინავმა 43 [18]

[19]

HMHS Newfoundland     გაერთიანებული სამეფო 13 სექტემბერი 1943 სალერნოდან 74 კილომეტრზე 40°13′00″ ჩ. გ. 14°21′00″ ა. გ. / 40.21667° ჩ. გ. 14.35000° ა. გ. / 40.21667; 14.35000 დაბომბა გერმანულმა თვითმფრინავმა. გემს ორი დღე ცეცხლი ეკიდა და ბრიტანულმა გემებმა Mayo-მ და Plunkett-მა ჩაძირეს იგი 21 [20]
HMHS Paris   გაერთიანებული სამეფო 02 ივნისი 1940 დანკირკთან დაბომბა გერმანულმა თვიმფრინავმა ? [21]

[22]

HS Po   იტალია 14 მარტი 1941 ვალონას სანაპირო (ალბანეთი) 40°22′00″ ჩ. გ. 19°28′00″ ა. გ. / 40.36667° ჩ. გ. 19.46667° ა. გ. / 40.36667; 19.46667 ჩაძირა ბრიტანულმა ბომბდამშენმა 24 [23]

[24] [25]

HS RAMB IV   იტალია

  გაერთიანებული სამეფო

10 მაისი 1942 ალექსანდრიასთან ახლოს (ეგვიპტე) დაბომბა და ჩაძირა გერმანულმა თვითმფრინავმა 165 [26]
HS Sicilia   იტალია 04 აპრილი 1943 ნაპოლის ნავსადგური დაბომბა და ჩაძირა ამერიკულმა ავიაციამ ? [27]
HS Sokratis   საბერძნეთი 22 აპრილი 1941 ანტიკირა, საბერძნეთი ჩაძირა გერმანულმა თვითმფრინავმა ? [28]
HMHS St David   გაერთიანებული სამეფო 24 იანვარი 1944 ანციოს სამხრეთით 25 მილზე ჩაძირა გერმანულმა თვითმფტინავმა (Hs-293) 96 [29]

[30]

HS Tevere   იტალია 17 თებერვალი 1941 ტრიპოლის ნავსადგურთან აფეთქდა საზღვაო ნაღმზე 4 [31]
HS Tübingen   გერმანია 18 ნოემბერი 1944 პულადან სამხრეთით 3.5 მილზე იერიში მიიტანა ორმა ბრიტანულმა გამანადგურებელმა. (Beaufighters) 6 [32]
HMHS Talamba   გაერთიანებული სამეფო 10 ივლისი 1943 სირაკუზი, სიცილია დაბომბა და ჩაძირა მტრის თვითმრფინავმა, როდესაც გემში დაჭრილები აჰყავდათ 5 [33]

[34]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. SS Andros (+1941). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  2. MV Armenia (Армения) (+1941). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  3. SS Arno (+1942). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  4. IJN Hospital Ship ASAHI MARU. combinedfleet.com (2010). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  5. SS Attiki (+1941). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  6. SS Awa Maru (+1945). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  7. Lazarettschiff A (Berlin). feldgrau.com. ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  8. Buenos Aires Maru (+1943). wrecksite (2012). ციტირების თარიღი: July 10, 2012.
  9. Did the 13th AF or 5th AF Sink the Buenos Aires Maru. forum.armyairforces.com (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 20, 2008. ციტირების თარიღი: July 10, 2012.
  10. BUENOS AIRES MARU. combinedfleet.com (2012). ციტირების თარიღი: July 10, 2012.
  11. SS California (+1941). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  12. SINKING OF THE 2/3 HOSPITAL SHIP A.H.S. CENTAUR. ozatwar.com (2010). ციტირების თარიღი: November 8, 2011.
  13. Enrico Cernuschi, Maurizio Brescia, Erminio Bagnasco, Le navi ospedale italiane 1935-1945, p. 46
  14. SS Dronning Maud (+1940). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  15. SS Esperos (+1941). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  16. SS Hikawa Maru No.2 (+1945). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  17. IJN Hospital Ship HIKAWA MARU NO. 2. combinedfleet.com (2010). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  18. HMHS Maid of Kent (+1940). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  19. TS Maid of Kent (II). doverferryphotos.co.uk (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 6, 2012. ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  20. SS Newfoundland (+1943). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  21. SS Paris. roll-of-honour.com (2008). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  22. The Hospital Ship Paris. BBC (2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 17, 2010. ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  23. Wien SS (1911~1919) Po SS (+1941). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  24. Sinking of Italian hospital ship "Po". feldgrau.net (2007). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  25. Sinking of Italian hospital ship "Po". forum.axishistory.com (2007). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  26. Aquileia RM (1940~1941) Aquileia MV (+1942). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  27. Sicilia (+1943). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  28. SS Sokratis (+1941). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  29. St. David [+1944]. wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  30. HMHS St David. roll-of-honour.com (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  31. Enrico Cernuschi, Maurizio Brescia, Erminio Bagnasco, Le navi ospedale italiane 1935-1945, p. 30
  32. SS Tübingen (+1944). wrecksite (2011). ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  33. SS Talamba (+1943). wrecksite (2013). ციტირების თარიღი: October 9, 2013.
  34. TALAMBA. tynebuiltships.co.uk (2013). ციტირების თარიღი: October 9, 2013.