მენჯის მთავარანგელოზთა ტაძარი

მენჯის მთავარანგელოზთა ტაძარი — არქიტექტურული ძეგლი სენაკის მუნიციპალიტეტში.

ტაძარი აშენებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე. იგი აგებულია ალექსი შუშანიას მიერ 1908 წელს, ადრე არსებული ამავე სახელობის ტაძრის ადგილზე. ამავე ტაძრის ეზოში მდებარე მისივე სახელობის ეკლესიაში არის დაკრძალული წმინდა ბერი ალექსი, ამ სავანის აღმდგენელი და აღმშენებელი.

კომუნისტური მმართველობის პერიოდში შუშანიების სავანე შეინარჩუნეს ალექსი ბერის ბიძაშვილებმა: იღუმენია ფავსტომ და სქიმონაზონმა აკეფსიმამ. შემდგომ პერიოდში კი მონაზონთა გაზრდილმა დებმა - ზოია და ნინა შუშანიებმა, რომლებიც დღესაც იქ მოღვაწეობენ. 1981 წლის ნოემბრიდან მენჯის სავანის წინამძღვარია არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა). ტაძრის დღესასწაულია 21 ნოემბერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10303