მენსტრუალური ციკლი

მენსტრუალური ციკლიჰორმონების წარმოებასა და ქალის რეპროდუქციული სისტემის საშვილოსნოსა და საკვერცხეების სტრუქტურაში მიმდინარე ბუნებრივი ცვლილებების წყება, რომელიც შესაძლებელს ხდის დაორსულებას. საკვერცხეების ციკლი მართავს კვერცხუჯრედების წარმოებასა და გამოთავისუფლებას, ასევე ესტროგენისა და პროგესტერონის ციკლურ გამოთავისუფლებას. საშვილოსნოს ციკლი ამზადებს და ინარჩუნებს საშვილოსნოს ლორწოვან გარსს, რომ ის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად იყოს მზად. ეს ციკლები თანადროული და კოორდინირებულია და ისინი, ჩვეულებრივ, ზრდასრული ქალის სხეულში 21-დან 35 დღემდე გრძელდება, საშუალოდ 28 დღე, და მეორდება ქალის ცხოვრების დაახლოებით 30-45 წლის განმავლობაში.

მენსტრუალური ციკლი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება