მენკარა
მენკარა — ძველი ეგვიპტის ფარაონი VIII დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. XXII საუკუნეში.
ფარაონი ცნობილია მხოლოდ აბიდოსის მეფეთა სიის მიხედვით. არაა შემონახული არც მისი საფლავი და არც რაიმე ძეგლი მისი მმართველობის პერიოდიდან. მისი მეფობა სავარაუდოდ რამდენიმე წელი უნდა გაგრძელებულიყო.