მენზულა
მენზულა (ლათ. mensula — „პატარა მაგიდა“) — კუთხსახაზი ინსტრუმენტის ნაწილი, რომელიც შედგება პლანშეტის, შტატივისა და მათი დამაკავშირებელი ზედადგარისაგან. იყენებენ მენზულით აგეგმვის დროს, გრაფიკული მეთოდით ადგილის გეგმის ან რუკის შესადგენად.
გამოიგონა ბავარიელმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა ჯონ პრეტორიუსმა დაახლოებით 1610 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 573.