მელპომენე

(გადამისამართდა გვერდიდან მელპომენე (მუზა))

მელპომენე[1] (ძვ. ბერძნ. Μελπομένη — „მომღერალი“) — ზევსისა და მნემოსინას ასული, ერთ-ერთი ცხრა მუზათაგანი, პირველად ზოგადად სიმღერის, შემდეგ კი სამგლოვიარო სიმღერისა და ტრაგედიის მუზა. თეატრალურად მოსილი მაღალი ქალი, რომელსაც თავზე ვაზის გვირგვინი ედგა, ხელში კი ხმალი და ტრაგიკული ნიღაბი ეჭირა.

მელპომენე

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983.
  1. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 67.