მელორ ელიზბარაშვილი
მელორ იროდიონის ძე ელიზბარაშვილი (დ. 13 ნოემბერი, 1939, ბორჯომი) — ქართველი ფიზიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1964). მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რადიოტექნიკის კათედრაზე, 1965-1980 წლებში ლენინგრადის მეტროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალში, 1980 წლიდან — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რადიოტექნიკის კათედრაზე. იკვლევს უწყვეტი ერთ და მრავალგანზომილებიანი სიგნალების ორთოგონალური გაშლის ოპერატორების გამოთვლითი მდგრადობის საკითხებს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- შეტყობინებათა გადაცემის ციფრული სისტემების საპროექტო გადაწყვეტათა სისწორის მაჩვენებლების ანალიზი, თბ., 2008 (თანაავტ. ა. ბერიძე).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 645.