მელნისის ციხე
მელნისის ციხე — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში, კურორტ აბასთუმნიდან 4 კილომეტრის დაშორებით. ზღვის დონიდან 1379 მეტრის სიმაღლეზე. მელნისის ციხე მიეკუთვნება განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდის კულტურის ძეგლს.
მელნისის ციხე 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17831
- მელნისის ციხე დაარქივებული 2019-07-26 საიტზე Wayback Machine.