მელისა ასლი ფამუქი

მელისა ასლი ფამუქი (თურქ. Melisa Aslı Pamuk; დ. 14 აპრილი, 1991, ჰაარლემი, ნიდერლანდები) — თურქი მსახიობი და მოდელი.

მელისა ასლი ფამუქი
დაბადების თარიღი 14 აპრილი, 1991 (1991-04-14) (33 წლის)
ჰაარლემი, ნიდერლანდები
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 2005-დან დღემდე
სიმაღლე 1,76 სმ
წონა 58 კგ

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1991 წლის 14 აპრილს, ნიდერლანდებში. მისი ოჯახი წარმოშობით თურქეთის ქალაქ ისქენდერუნიდანაა.[1] სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო.[2] 2011 წელს „მის თურქეთის“ ტიტული მიიღო. სწავლობდა ამსტერდამის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ სწავლის მიტოვება სამოდელო კარიერის გამო მოუწია. თავისუფლად ფლობს თურქულ, ინგლისურ, ჰოლანდიურ და გერმანულ ენებს, აგრეთვე ფრანგულსაც. მონაწილეობა აქვს მიღებული სერიალში „შავი სიყვარული“, სადაც ასუს როლი ითამაშა; გადაღებები 2015-2017 წლებში მიმდინარეობდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება