მელიკუდი რაჭულიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

მელიკუდი რაჭაში მხოლოდ ერთეული ვაზის სახითაა სოფელ ხვანჭკარასა და ბუგეულის ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან დიდი ზომის აქვს, მომრგვალო ან სუსტად ოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თხელი აბლაბუდითაა დაფარული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი გრძელი, ცილინდრულ-კონუსური ფორმის და თხელი. მარცვალი საშუალო ზომისა, მომრგვალო ან სუსტად ოვალური, მომწვანო-თეთრი. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სუსტად დაფარული, რბილობი წვნიანია.

მელიკუდი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 163-165 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 200 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა 20.0-21.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-21 %-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-8 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 238