მეი მასკი
მეი მასკი (ინგლ. Maye Musk; დაბადებისას — ჰალდემანი (ინგლ. Haldeman); დ. 19 აპრილი, 1948, რეჯაინა, სასკაჩევანი, კანადა)[2] – მოდელი და დიეტოლოგი.[3][4] თავისი 50 წლიანი სამოდელო კარიერის განმავლობაში, ის გამოჩნდა სხვადასხვა ჟურნალების გარეკანებზე, მათ შორის ჟურნალ Time-ის ჯანმრთელობის გამოცემის, Vogue-ის საერთაშორისო გამოცემების და Sports Illustrated-ის გარეკანზე. არის ილონ მასკის, ტოსკა მასკის, კიმბალ მასკის დედა[5] და ფლობს კანადის, სამხრეთ აფრიკის და აშშ-ის მოქალაქეობას.
მეი მასკი | |
---|---|
დაბადების სახელი | მეი ჰალდემანი |
დაბადების თარიღი |
19 აპრილი, 1948 რეჯაინა, სასკაჩევანი, კანადა |
ეროვნება | კანადელი, სამხრეთ აფრიკელი, ამერიკელი[1] |
მეუღლე(ები) | ეროლ მასკი (დ. 1970; გ. 1970) |
შვილ(ებ)ი |
ილონ მასკი ტოსკა მასკი კიმბალ მასკი |
ადრეული წლები და კარიერა
რედაქტირებამეი ჰალდემანი დაიბადა 1948 წლის 19 აპრილს რეჯაინაში, კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, როგორც ტყუპი[6] და მშობლების ხუთი შვილიდან ერთ-ერთი. 1950 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკაში. მისი მშობლები, ვინიფრედ ჟოზეფინა „უინი“ (ფლეტჩერი) და ჯოშუა ნორმან ჰალდემანი, „Technocracy Incorporated“-ის ყოფილი დირექტორი და მოყვარული არქეოლოგი,[7][8][9] იყვნენ თავგადასავლების მოყვარულები და 1952 წლიდან თვითმფრინავით დაფრინავდნენ მთელი ოჯახით მსოფლიოს გარშემო. ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოჯახმა დრო კალაჰარის უდაბნოში გაატარა, ზღაპრული და დაკარგული ქალაქის „კალაჰარის“ ძიებაში. შემდგომში, მშობლებმა გამართეს სლაიდ შოუები და ისაუბრეს თავიანთი მოგზაურობის შესახებ.
ახალგაზრდობაში, ჰალდემანი 1969 წლის სამხრეთ აფრიკის სილამაზის კონკურსის ფინალისტი გახდა. 1970 წელს დაქორწინდა ეროლ მასკზე, სამხრეთ აფრიკელ ინჟინერზე, რომელიც სკოლაში გაიცნო. მათ სამი შვილი შეეძინათ: ილონ მასკი, კიმბალ მასკი და ტოსკა მასკი. მეიმ თავის ვაჟს, ელონს, თავისი ამერიკელი ბაბუის, ჯონ ელონ ჰალდემანის სახელი დაარქვა.[10][11] მაგისტრის ხარისხი დიეტოლოგიაში სამხრეთ აფრიკის „Free State“ უნივერსიტეტიდან მიიღო. მოგვიანებით, მან მეორე სამაგისტრო ხარისხი მიიღო კვების მეცნიერებაში ტორონტოს უნივერსიტეტში მიიღო.[12]
1979 წელს დაშორდა მეუღლეს, ეროლ მასკს. ორი წლის შემდეგ, ილონმა გადაწყვიტა მამასთან ცხოვრება. ოთხი წლის შემდეგ, კიმბალიც ილონს შეუერთდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ილონმა კანადაში გადასვლა გადაწყვიტა. 1989 წელს, ექვსი თვის შემდეგ, მეიმ ქალიშვილ ტოსკასთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად.[13] თავისუფლად საუბრობს აფრიკაანსა და ინგლისურ ენაზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Musk, Maye [mayemusk]. (July 4, 2020) Happy 4th of July! From four happy Americans❤️🇺🇸 Tosca got her citizenship two weeks ago. This is a very long, intensive process👏💃 Immigrants know😏 #AWomanMakesAPlan 📖🤓 #ItsGreatToBe72 @ToscaMusk @elonmusk @kimbal t.co/8fTrbiKXWj en. ციტირების თარიღი: December 15, 2022
- ↑ My 60th.
- ↑ Holson, Laura M.. (April 30, 2016) At 68, Maye Musk, the Mother of Elon, Is Reclaiming the Spotlight. The New York Times. ციტირების თარიღი: May 2, 2016
- ↑ Hou, Kathleen. (March 17, 2016) Elon Musk's Mom Is a 67-Year-Old Model and Dietitian with Great Wellness Advice. New York. ციტირების თარიღი: May 2, 2016
- ↑ „Meet Maye Musk, the glamorous model mother of billionaire Elon Musk“. Business Insider (ინგლისური). ციტირების თარიღი: February 9, 2018.
- ↑ Fox, Emily Jane. How Elon Musk's Mom (and her Twin Sister) Raised the First Family of Tech en. Vanity Fair (October 21, 2015). ციტირების თარიღი: July 20, 2017
- ↑ Keating Jr., Joseph C. (September 1995). „Joshua N Haldeman, DC: the Canadian Years, 1926-1950“. The Journal of the Canadian Chiropractic Association. 39 (3). pp. 172–186. PMC 2485067.
- ↑ Hall, Dana (April 11, 2014). „Rocket Man: The otherworldly ambitions of Elon Musk“. San Jose Mercury News. ციტირების თარიღი: April 7, 2021.
- ↑ Elon's Mother. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 11, 2017. ციტირების თარიღი: December 31, 2016
- ↑ Elon Musk at Montana Jobs Summit. MontanaJobsSummit. November 15, 2013. https://www.youtube.com/watch?v=fWCCcgVwNJ0.
- ↑ Before Elon Musk was thinking about Mars and electric cars, he was doing chores on a Saskatchewan farm, by the Regina Leader-Post (May 15, 2017)
- ↑ Klebnikov, Sergei. (July 31, 2018) Inside the Fabulous Life of Elon's Mom Maye Musk, a Supermodel Nutritionist Who Spent Her Childhood Exploring the Kalahari Desert. Money. ციტირების თარიღი: April 26, 2021
- ↑ Fleming, Kirsten. (May 2, 2016) Elon Musk's model mom will have to wait for her Model 3. New York Post. ციტირების თარიღი: May 2, 2016