თომ მეინი
(გადამისამართდა გვერდიდან მეინი, თომ)
თომ მეინი (Thom Mayne; დ. 19 იანვარი, 1944, უოტერბერი, კონექტიკუტი) — ამერიკელი არქიტექტორი ლოს-ანჯელესიდან. განათლება მიიღო სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში (1969) და ჰარვარდის უნივერსიტეტის დიზაინის უმაღლეს სკოლაში (1978). 1972 წელს სამხრეთ კალიფორნიის არქიტექტურის ინსტიტუტის (SCI-ARC) დაფუძნებაში მიუძღვის წვლილი. მას შემდეგ ასწავლიდა SCI-ARC-ში, კალიფორნიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და კალიფორნიის უნივერსიტეტში ლოს-ანჯელესში. ამჟამად ის ხელმძღვანელობს კომპანიას Morphosis, რომლის მთავარი ოფისი სანტა-მონიკაში, კალიფორნია, მდებარეობს. მეინმა პრიცკერის პრემია მიიღო 2005 წლის მარტში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება