მევლუდ მელაძე (დ. 5 სექტემბერი, 1972, თბილისი) — ქართველი ავტომრბოლი და მოჭიდავე (სამბო). საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. მისი საავტომობილი კარიერა 2001 წელს დაიწყო, ხოლო 2014 წელს იგი გახდა საქართველოს ჩემპიონი წრიულ რბოლებში ფორმულა ალფას ტიპის ავტომობილით.

მევლუდ მელაძე

მევლუდ მელაძე (მარცხნივ) და მოყვარული ავტომრბოლი რომან ლებედევი
დაბადების თარიღი 5 სექტემბერი, 1972 (1972-09-05) (52 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე(ები) სალომე გველესიანი
მშობლები მამა: ვაჟა მელაძე
დედა: სირანუშ ბართაია

ბიოგრაფია

რედაქტირება

მევლუდის მამა ვაჟა მელაძე არის ქართველი მწერალი და გაზეთ ამერ-იმერის რედაქტორი. მისი დედა სირანუშ ბართაია არის სკოლის მასწავლებელი და ფილოლოგი. 10 წლის ასაკში მან აქტიურად დაიწყო ვარჯიში სამბოში. სკოლაში სწავლის დროს მევლუდ მელაძეს გაუჩნდა ინტერესი რადიო-მართვადი ავტომობილებისადმი. 1989 წლიდან 1993 წლამდე იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე.

მრბოლელობამდე მევლუდ მელაძე იყო მოჭიდავე, მას ჰქონდა წარმატებები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის პირველად 1983 წელს გამოვიდა. 1989 წელს მან მეორე ადგილი აიღო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. 1991 წელს მან ასევე მოიპოვა ოქროს მედალი ევროპის სამბოს ჩემპიონატში. 1992 და 1993 წლებში ევროპის ჩემპიონატში ორჯერ დაიკავა მესამე ადგილი. ის ასევე არის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.

2001 წელს მევლუდ მელაძემ დაიწყო სარბოლო კარიერა. სანამ მევლუდი პროფესიონალი მრბოლის ლიცენზიას მიიღებდა, ის 2 წელი გამოდიოდა მოყვარულებს შორის. მან პირველი გამარჯვება 2002 წელს მოიპოვა ტურინგ ლაითის კლასში.

  • 2005 წლის ევროპის რალის ეტაპის გამარჯვებული
  • Nemiroff Yalta Rally - მეორე ადგილი ჯგუფში, 2006 წელი
  • Prime Yalta Rally - მეორე ადგილი ჯგუფში, 2007 წელი
  • ამერიკის რალის მონაწილე, 2-Wheel Drive კლასში
  • 2014 რალი ამერიკა - მერვე ადგილი 2-Wheel Drive კლასში.

წრიული რბოლა

რედაქტირება
  • ჩემპიონი ტურინგ ლაითის კლასში 2002, 2008, 2009, 2010 წლებში
  • Black Sea Cup - ის გამარჯვებული ტურინგ ლაითის კლასში 2011 წელს
  • საქართველოს ჩემპიონი ფორმულა ალფას კლასში 2014 წელს.

ძირითადი შედეგები (სამბო)

რედაქტირება
დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
სამბო
 
კიევი, უკრაინა
ევროპის ჩემპიონატი (FMS) 1992 -52 კგ  
სამბო
 
ტურინი, იტალია
ევროპის ჩემპიონატი 1991 -52 კგ  
სამბო
 
შამბერი, საფრანგეთი
მსოფლიო ჩემპიონატი (FMS) 1991 -52 კგ  

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება