მეგი გაჩეჩილაძე
მეგი გაჩეჩილაძე (დ. 20 ივნისი, 1948, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1092–1974 წლებში იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედიკო–სანიტარული ნაწილის პოლიკლინიკა–საავადმყოფოს გაერთიანების ექიმი–ტრავმატოლოგი. 1974–1991 წლებში თბილისის პროფესორ ნ.კახიანის სახელობის რკინიგზის კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმ–ორდინატორი. 1980–1984 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასპირანტი. 1991 წლიდან კათედრის ასისტეტნტი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე.
1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პანკრეასის ფუნქციონალური მდგომარეობა ნაწლავთა გარეთა ფისტულების დროს.“
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ნაწლავთა გარეთა ფისტულები თბილისი, უნივერსალი, 2005 გვ. 128 ISBN: 99940-51-07-5
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 57