მეგანთროპი
მეგანთროპი (Meganthropus) (მეგა... და ბერძნ. anthropos — ადამიანი), ადამიანისმაგვარი პრიმატების წარმომადგენელი. მისი ნაშთები ცნობილია სამხრეთ აფრიკის ზედაპლიოცენური ნალექებიდან. ზოგიერთი მეცნიერი მეგანთროპს პითეკანთროპებს აკუთვნება, ზოგი ავსტრალოპითეკებს.
საქართველოში, გარეჯის უდაბნოს გვიანმიოცენურ ნალექებში, ნაპოვნია მისი მონათესავე ფორმა — უდაბნოპითეკი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მჭედლიძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 535, თბ., 1983