მებრძოლი იაგუარები
მებრძოლი-იაგუარები (რაინდი-იაგუარები) (ნაუატ. ocēlōtl) — აცტეკების ჯარში შემავალი ქვეითი მებრძოლების ერთ-ერთი სახეობა[2]. წარმოადგენდნენ მებრძოლი-არწივების ანალოგიურ ელიტურ საბრძოლო რაზმებს. მებრძოლი-იაგუარები ბრძოლის დროს იაგუარის ტყავს იცვამდნენ, რადგანაც სწამდათ, რომ იაგუარის ძალა ბრძოლის დროს გადაეცემოდა იმ მებრძოლს, რომელსაც მისი ტყავი ემოსა. მებრძოლ-იაგუარებს საბრძოლო კამპანიებში იყენებდნენ, როგორც განსაკუთრებულ ქვედანაყოფებს[2]. ჩვენამდე მოაღწია ამ მებრძოლების მრავალმა ქანდაკებამ და გამოსახულებამ[3].
მებრძოლი-იაგუარები | |
---|---|
მებრძოლი-იაგუარი | |
აქტიური | ?–1521[1] |
ქვეყანა | აცტეკების იმპერია |
ტიპი | ელიტური საბრძლო ქვედანაყოფები |
როლი | სპეციალური საბრძლო რაზმები |
ალიანსი | აცტეკების იმპერატორი (ტლატოანი) |
თილისმა | იაგუარის ტყავი |
ბრძოლები | აცტეკების დაპყრობითი ლაშქრობები, აცტეკების იმპერიის დაპყრობა |
შეიარაღება
რედაქტირებამებრძოლი-იაგუარები იბრძოდნენ ობსიდიანის ხმლებით, რომლებსაც კუთხეებში ბასრი პირები ჰქონდა (მაკუავიტლი). ასევე ისინი იყენებდნენ შუბებსა და შუბმსროლელებს (ატლატლი). ჰქონდათ ხის ფარი.
მებრძოლ-იაგუარად გახდომა
რედაქტირებამებრძოლ-იაგუარად გახდომისთვის, აცტეკს ტყვედ უნდა აეყვანა არანაკლებ ოთხი მტრისა. აცტეკების აზრით, ეს მებრძოლის ძალას უფრო მეტად ავლენდა, ვიდრე მტრის ბრძოლის ველზე მოკვლა.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება- კომპიუტერულ თამაშებში Civilization III, Civilization IV, Civilization Revolution და Civilization V მებრძოლი-იაგუარები წარმოადგენენ აცტეკების იმპერიის უნიკალურ საბრძოლო ერთეულებს.
- მებრძოლი-იაგუარი ასევე გვხვდება თამაშის მოდიფიკაციაში Age of Empires III: The WarChiefs.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ძველი მესოამერიკის მებრძოლების დაცვითი აღჭურვილობა
- აცტეკების მებრძოლები
- მებრძოლი-იაგუარები დაარქივებული 2009-04-20 საიტზე Wayback Machine.
- აცტეკების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები დაარქივებული 2007-05-18 საიტზე Wayback Machine.
- აცტეკების ღმერთები და ქალღმერთები
- აცტეკების ომის წარმოების წესები
ლიტერატურა
რედაქტირება- Ross Hassig: Aztec Warfare. Imperial Expansion and Political Control. University of Oklahoma Press, Norman 1988, ISBN 0-8061-2121-1
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ტენოჩტიტლანის დაცემა
- ↑ 2.0 2.1 Jaguar Warriors. Ixmiquilpan. Mexico murals. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-20. ციტირების თარიღი: 2013-01-17.
- ↑ Pre-Columbian Stock Photography, Pre-Hispanic Stock Photos, Mesoamerican Travel Photos. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-17. ციტირების თარიღი: 2013-01-17.