მებაჟე — ბაჟის ამკრეფი მოხელე ფეოდალურ საქართველოში.მებაჟეების ძირითადი ფუნქცია ქალაქში შემოტანილ და გატანილ საქონელზე სახელმწიფოს მიერ დაწესებული საბაჟო გამოსაკრეფის აღება იყო. გვიანდელ შუა საუკუნეებში საქართველოში ბაჟის აკრეფა იჯარით გაიცემოდა კერძო პირებზე, ჩვეულებრივ, ქალაქის მაღალი ფენების წარმომადგენლებზე. მათ „მებაჟეები“ ან „ბაჟის იჯარადირები“ ერქვათ. მცირე ქალაქში ჩვეულებრივ ერთი მებაჟე იყო, თბილისში - რამდენიმე. მათ შორის ფუნქციები საქონლის მიხედვით ნაწილდებოდა. მაგალითად წყაროებში იხსენიება „თამბაქოს იჯარა“, „არაყის იჯარა“ „თევზის ბაჟის იჯარა“ და ა.შ

ლიტერარურა

რედაქტირება