მეამა — კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ერთადერთია ევროპაში, ვინც ერთდროულად აწარმოებს, ევროპული (37 მმ დიამეტრის მქონე) და ამერიკული ფორმატის (51 მმ დიამეტრის k-cup) ყავის კაფსულებს.[1]

მეამა
ტიპი ყავის მწარმოებელი კომპანია
დაფუძნდა 2016
სათავო ოფისი საქართველოს დროშა საქართველო
პროდუქცია ყავა
თანამშრომელი 400+

მეამაში კომპანიის ინჟინრებმა შექმნეს თანამედროვე ქართული ვენდინგ აპარატი — დროფერი, რომელიც მობილური აპლიკაციით იმართება. ქარხანა აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის, ევროპული ბრენდის საწარმოო დანადგარებით. ის სრულად ავტომატიზირებულია. კაფსულის ყავის შექმნა ხდება ინდუსტრიული დანადგარებით, შესაბამისად თითოეულ კაფსულაში შესაძლებელია მოვათავდეს 5 და მეტი განსხვავებული ქვეყნის ან სახეობის ყავა.[2][3]

მეამას შენობა

რედაქტირება
 
მეამას შენობა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე
 
მეამას შენობა ღამით

„მეამას“ ყავის ქარხანა საქართველოს დედაქალაქ თბილისში, 30 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და წარმოადგენს ბრენდის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას. შენობაში განთავსებულია, როგორც ყავის საწარმოო, ასევე საოფისე სივრცე.[4] შენობა, 2019 წელს საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში „ArchDaily&Strelka Award“-ის გამარჯვებული გახდა[5] და 2020 წელს კი, კონკურსის Architizer A+Awards-ის 3 ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება (ინტერიერის დიზაინი, დაბალსართულიანი სამუშაო სივრცე და არქიტექტურა და ბეტონი).[6] შენობის არქიტექტორია გიორგი ხმალაძე, ხოლო კონსტრუქციის ბეტონის ნაგებობა ააშენა ქართულმა სამშენებლო კომპანია „იუნიქს დეველოპმენტმა“.[7][8] საწარმოს აღებული აქვს ISO 9001 და ISO 22000 სერტიფიკატები.

პროდუქცია

რედაქტირება

მეამა აწარმოებს ევროპული (37 მმ დიამეტრის მქონე) და ამერიკული ფორმატის(51 მმ დიამეტრის k-cup) ყავის კაფსულებს. ორივე ფორმატში გათვალისწინებულია უკოფეინო ყავა. კაფსულებს სიძლიერის, კოფეინის შემცველობისა და ინტენსივობის მიხედვით მინიჭებული აქვს ნომრები.[9][10]

ყავის აპარატები

რედაქტირება

მეამას დაკვეთით შეიქმნა ორივე ფორმატის კაფსულის დიამეტრზე გათვლილი ლიცენზირებული აპარატები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება