მდინარის ვარდნა
მდინარის ვარდნა — წყლის ზედაპირის აბსოლუტურ სიმაღლეთა სხვაობა მდინარის სათავესა და შესართავს ან მისი რომელიმე მონაკვეთის ბოლოებს შორის. მდინარის ვარდნის შეფარდება შესაბამისი მონაკვეთის კალაპოტის სიგრძესთან არის მდინარის დახრილობა და და გამოიხატება %-ებით.
მდინარის ვარდნის დასახასიათებლად ანგარიშობენ ვარდნას კალაპოტის 1 კმ-ზე. ვაკის მდინარის 1 კმ-ზე ვარდნა უდრის რამდენიმე სმ (მაგ., მდინარე დონის ვარდნა 10,2 სმ), ხოლო მთის მდინარის — რამდენიმე მეტრი (მაგ., მდინარე ბზიფის ვარდნა 21 მ).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 531.