მაჰმუდი (სულეიმან I-ის ვაჟი)
შეჰზადე მაჰმუდი (თურქ. Şehzade Mahmud; დ. 1512 — გ. 1521) — ოსმალეთის იმპერიის უფლისწული, სულეიმან I-ის პირველი შვილი და ვაჟი მისი პირველი ფავორიტი ხარჭისგან ფულანე ხათუნისგან, როდესაც ის მანისაში მსახურობდა.
მაჰმუდი დაიბადა 1512 წელს მანისაში, ის წესით მამის პირველი მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და ასეც იყო სამი წლის განმავლობაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მაჰიდევრან სულთანი სულეიმანის ჰარემში მოხვდა, სულეიმანის ფავორიტი ხარჭა აღარ იყო ფულანე და მეტიც, სულეიმანმა თავისი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა შეჰზადე მუსტაფა, რომელიც მას 1515 წელს სწორედ მაჰიდევრანისგან ეყოლა. ფულანე ხათუნს ეს ძალიან არ მოეწონა და მაჰიდევრანთან დაპირისპირება დაიწყო. მან ხელახლა მოახერხა მოეგო შეჰზადე სულეიმანის გული და 1516 წელს მას გაუჩინა ქალიშვილი, ფატმა. მაგრამ სულეიმანი თავის მემკვიდრედ მაინც მუსტაფას ასახელებდა და მას მეტ დროს უთმობდა ვიდრე მაჰმუდს.
1521 წელს, სულეიმანის ტახტზე ასვლიდან ერთი წლის შემდეგ, სტამბლოლში გავრცელდა ყვავილის ეპიდემია, რომელმაც 19 ოქტომბერს შეიწირა მაჰმუდის სიცოცხლე. ამავე ეპიდემიას ემსხვერპლა მისი უმცროსი ძმის, გიულფემ ხათუნის ვაჟის, მურადის სიცოცხლეც.