მაჰმუდის ციხე-სიმაგრე
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მაჰმუდის ციხე-სიმაგრე}} |
მაჰმუდის ციხე-სიმაგრე (აზერ. Mahmud qalası) — მდებარეობს მასალის რაიონის სოფელ მახმუდავარში. ციხე-სიმაგრე ითვლება შუასაუკუნეების ძეგლად. ციხის ფართობს დაახლოებით 4-5 ჰექტარი შეადგენს, ხოლო მისი სიმაღლე — 6–7 მეტრია.
მაჰმუდის ციხე-სიმაგრე აზერ. Mahmud qalası | |
---|---|
მდებარეობა | აზერბაიჯანი |
ისტორია
რედაქტირებასოფელ მახმუდავარის ტერიტორიაზე მდებარეობდა ქალაქური ტიპის შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრე. იგი ააშენა ფეოდალმა სახელად მაჰმუდმა, რომელიც გავლენიანი ადამიანი იყო. სოფლის, მდინარის და ციხე-სიმაგრის სახელები დღემდე მაჰმუდთან ასოცირდება, რაც ამყარებს ჩვენს შეხედულებას. პირველად ციხე-სიმაგრის შესახებ ბეჭვდით სივრცეში ინფორმაცია შეიტანა მკვლევარმა და ისტორიკოსმა აბდულრიზა ახმედოვმა 1965 წელს. მისი სიტყვებით, «მაჰმუდის ციხე, რომლის ნანგრევები დღესაც ჩანს, აშენებულია შუა საუკუნეებში. მისი საერთო ფართი მოიცავს 3-4 ჰექტარს და შედგება მიწისაგან გაკეთებული კედლებისა და ფრონტის გარშემო გაკეთებული თხრილისგან. თხრილის ზოგიერთი ნაწილის სიგანე 3-4 მეტრზე დიდია. სოფლის ძველი მაცხოვრებელთა სიტყვებით, ადრე ციხე-სიმაგრის კედლები ძალიან მაღალი იყო, და მის გარეთ მყოფთ არ შეეძლოთ ციხის შიგნით მდებარე სახლებისა და ხეების დანახვა.
თავდასხმისაგან თავდასაცავად ციხის კედლები მათ გარშემო გაკეთებული სანგრებით იყო გარშემორტყმული. როგორც ციხე-სიმაგრის შიგნით, ისე მის გარეთ ნაპოვნია შუასაუკუნოვანი კერამიკული ნაკეთობების სხვადასხვა ნიმუშები, ეს იმაზე მიგვითითებს, რომ ციხე-სიმაგრე ქალაქის ნაწილი იყო და მის ცენტრში მდებარეობდა. სავარაუდოდ, ციხე მაჰმუდ-ხანს ეკუთვნოდა, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ამ ყოველივეს. ის, რომ ქალაქში არის განსაკუთრებული სასაფლაო, უფრო მეტად ამყარებს ამ შეხედულებას. მოგვიანებით ქალაქი დაინგრა და გაპარტახდა, თუმც, მისი ნარჩენები მაინც შემორჩა.
ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით აღმოჩენილია ფულის, იარაღის, სამკაულების, ინსტრუმენტებისა და კერამიკული ნაკეთობების ნიმუშები, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს მნიშვნელოვანი დასახლება ყოფილა. დღეს მაჰმუდის ციხის არსებობის არავითარი კვალი აღარ არსებობს. ციხე იქნა აღგვილი, მისი ნანგრევები დაარიგეს როგორც სამშენებლო მასალა სახლებისა და ეზოების ასაშენებლად. მაჰმუდის ციხესიმაგრის ტერიტორიის გადანაწილებამ და საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენებაში გადაყვანამ კიდევ ერთი ისტორიული ძეგლის განადგურება გამოიწვია, რომელმაც ჩვენი ისტორიის გარკვეული პერიოდი გადაიარა. დღესაც კი სოფლის მაცხოვრებლები ციხის შიდა ტერიტორიას „გალას“ (Gala) უწოდებენ, ადამიანებს კი, რომლებიც აქ ცხოვრობენ - „Galavoj“ (ციხე-სიმაგრე).
სქოლიო
რედაქტირება- "Mənim Masallım" Bakı-1991, azərnəşr, səh. 50
- Musarza Mirzəyev "Mahmudavar" - Bakı 1997, Sabah nəşriyyat, səh.12-13
- Musarza Mirzəyev "Mənim Masallım" Bakı 1991, azərnəşr. səh.50
- Musarza Mirzəyev "Mahmudavar" Bakı-1997, Sabah nəşriyyat, səh.13-14