მაჰენდრაპარვატა
მაჰენდრაპარვატა — ქხმერების იმპერიის დროინდელი ძველი ქალაქი კამბოჯაში. აღმოაჩინა ავსტრალიურმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2013 წლის ივნისში საჰაერო ლაზერული სკანირების მეთოდის დახმარებით[1].
მდებარეობს სეიმრეაპის პროვინციაში, პნომ-კულენის მთაზე. ანგკორ-ვატიდან 40 კილომეტრის დაშორებით.
არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ქალაქის დაარსების თარიღად 802 წელი დაასახელა, ამდენად იგი თვით ანგკორ-ვატზე დაახლოებით 350 წლით ადრეა წარმოქმნილი[2]. ქალაქის დაარსების პერიოდი ემთხვევა ჯაიავარმანა II-ის მეფობის პერიოდს, რომელიც ითვლება ქხმერების იმპერიის დამაარსებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Higham Charles The Civilization of Angkor. — University of California Press, 2001. — ISBN 978-0-52023-442-0
სქოლიო
რედაქტირება- ↑ არქეოლოგებმა კამბოჯის ჯუნგლებში დაკარგული ქალაქი ლაზერის დახმარებით აღმოაჩინეს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-26. ციტირების თარიღი: 2013-07-05.
- ↑ Murdoch, Lindsay. Lost horizons: mediaeval city uncovered