მაჰაჯანაპადები
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მაჰაჯანაპადები (სანსკრიტულ თარგმანში:„დიდი ქვეყნები“) — ბუდისტურ წყაროებში ასე ეწოდება ინდოეთის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთის ქვეყნებს.
მაჰაჯანაპადების ცნება მომდინარეობს „ჯანაპადიდან“ – ასე ეწოდებოდა ტომთა ტერიტორიას ძვ. წ. 600-ანი წლებიდან, რომლებიც შემდგომ გაერთიანდნენ ტომთა კავშირებად.
ბუდისტური წყაროები ასახელებენ 16 მაჰაჯანაპადს – ბუდას დაბადებამდე არსებულ ქვეყნებს.
ანგუტარა-ნიკაიას მოჰყავს შემდეგი სია:
- ქაში
- ქოსალა
- ანგა
- მაგადჰა
- ვაჯი (ვრიჯი)
- მალა
- ვამშა
- ჩედი
- კურუ
- პანჩალა
- მატსია
- შურასენა
- ასაკა
- ავანტი
- განდჰარა
- კამბოჯა
ჩულა-ნირდეშა ამ სიას უმატებს სახელმწიფო კალინგას.
მსგავს სიას მცირეოდენი განსხვავებებით გვაწვდიან ჯაინისტური წყაროებიც.