მალა
მალა, ჯაპა (სანსკ. माला mālā „თაიგული“) — ინდუისტური კრიალოსანი, ტრადიციულად შედგება 108 ბურთულისგან, რომლებიც წმინდა ტულსის ხისგანაა გამოთლილი, უფრო იშვიათად — სხვა მასალებისგან.

მალა
მორწმუნენი მალას ყელსაბამივით ან ხელსაბნევივით ატარებენ და მას მედიტაციასა და ლოცვაში გამოიყენებენ: ხელს ჰკიდებენ ერთი მეორის მიყოლებით ბურთულებს და თავიანთი რწმენის შესაბამისი ღვთაების 108 სახელს იხსენებენ.