მაჰარაჯას ექსპრესი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაჰარაჯას ექსპრესი (Maharajah Express) —მსოფლიოში აღიარებული ძვირადღირებული და მდიდრული ტურისტული მატარებელი, რომელსაც ფლობს და მართავს ინდოეთის რკინიგზის კვების და ტურიზმის კორპორაცია (IRCTC). მისი 5 მარშრუტი მოიცავს 12 – ზე მეტ მიმართულებას ჩრდილო– დასავლეთ და ცენტრალურ ინდოეთში, მთავარი ცენტრია რაჯასტანში. მარშრუტები სრულდება ოქტომბრიდან აპრილამდე. [1] მოკლე დროში მაჰარაჯა ექსპრესის პოპულარობამ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გააღწია და ამბიციურმა პროექტმა მოახერხა, მოეპოვებინა ინდოეთისა და საერთაშორისო პრესტიჟული ტურისტული ჯილდოები. World Travel Awards -მა 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში მაჰარაჯას ექსპრესი ზედიზედ შვიდიჯერ აირჩია ლუქსის კლასის საუკეთესო მატარებლად მსოფლიოში..[2] 2011 წლის კონკურსში მიღებული აქვს პრიზი პროფესიონალური მატარებლის ოპერატორის კატეგორიაში [3][4][5]

მაჰარაჯას ექსპრესი
მაჰარაჯას ექსპრესი
 
მატარებლის რესტორანი

აზიაში ყველაზე ძვირადღირებული მატარებლები ამოქმედდა 2010 წლის მარტში [6]მატარებლებში მდიდრული და კომფორტული გარემოა: ტყავისა და ბუნებრივი ხისგან დამზადებული ავეჯი, ძვირადღირებული ხალიჩები, თანამედროვე კონდიცირების სისტემა, LCD ტელევიზორის მონიტორები, ინტერნეტი, ტელეფონი, ცალკეული სამუშაო ოთახები, პანორამული ფანჯრები, თითოეულ კუპეში არის სააბაზანო, ეკოლოგიური საპირფარეშო, ელექტრონული სეიფები და მინი ბარები. მატარებელში არის ოთხი კლასის ნომრები: Deluxe Cabins, Junior Suites, Suites და ორი ოთახიანი მდიდრული საპრეზიდენტო ლუქსის ნომრები საკუთარი სასადილოთი, სამუშაო ოთახით, ორი დიდი ზომის საწოლით და აბაზანით. რესტორნის, ბარის და კომფორტული საძინებლების გარდა, მატარებელს გააჩნია ხუთი კინოთეატრი და საჩუქრების მაღაზია.[7]

 
ლუქსის კლასის საძინებელი

მაჰარაჯა ექსპრესის მატარებლი 23 ვაგონისგან შედგება. მოწითალო-ოქროსფერი ვაგონები გათვლილია 88 მგზავრზე, რომელთაც, სურვილის გათვალისწინებით, შეუძლიათ მოგზაურობისთვის ოთხი კატეგორიის კუპე. აირჩიონ.ქალაქებს შორის მოგზაურობისას მგზავრებს საშუალება აქვთ საღამოები გაატარონ რესტორნებში "Rang Mahal" ან "Mayur Mahal", რომელთაგან თითოეულს ერთდროულად შეუძლია 42 მგზავრის განთავსება. სამაგიდო თამაშებისა და პირველი კლასის ღვინოების მოყვარულებს შეეძლებათ Safari Bar- სა და Lounge Bar- ით სარგებლობა, ხოლო Raja Club- ის მშვიდ და ჯანსაღ ატმოსფეროში სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ ფასდაუდებელ შუა საუკუნეების ფოლიანტებს..

გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, მატარებელს ჰყავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელთაც შეუძლიათ გადაუდებელი დახმარების გაწევა დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მგზავრების დამატებითი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია საზოგადოებრივ ადგილებში დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის სისტემით.[7]

მარშრუტები

რედაქტირება
 

დღეისათვის მაჰარაჯა ექსპრესის მატარებელი მოგზაურებს ხუთ განსხვავებულ მარშრუტს სთავაზობს, რომელთაგან თითოეული შექმნილია ისე, რომ მგზავრებს შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ ყველაზე თვალწარმტაც და გამორჩეულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს. მოგზაურობის დროს მაჰარაჯა ექსპრესის მატარებლის პანორამული ფანჯრებიდან ლამაზი პეიზაჟები იშლება. ის ჩერდება ქვეყნის უძველეს ქალაქებსა და სოფლებში: აჯანტა, უდაიპური, ორჩხე, ჯოდპური, ბიკანერი, რანტჰამბორი, ფატეჰპურ სიკრი, გვალიორი, ხაჯურაო, ლაჰანჰანი. მუმბაი, აგრა, დელი, და მნახველებს წარუდგენს უდიდესი ინდოეთის ბუნებრივ, ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ მრავალფეროვნებას.

  1. "Maharajas' Express Introduction".
  2. "World's Leading Luxury Train Award".
  3. Awards won by Maharaja Express Maharajas Express. Retrieved 15 December 2012..
  4. "Maharajas' Express receives 'Seven star luxury hospitality and lifestyle award': Take this royal slideshow trip". The Financial Express. 18 October 2016. Retrieved 17 November 2019.
  5. "World Travel Awards 2012".Global Travel Media. Archived from the original on 20 January 2013. Retrieved 22 December 2012.
  6. "Cox & Kings Lose Franchise To Maharaja Express". The Weekly Times. India. Archived from the original on 8 September 2014. Retrieved 8 September 2014.
  7. 7.0 7.1 "Great Rail Journeys".[მკვდარი ბმული] The Daily Telegraph.