მახტა — სახელმწიფო კომლობრივი გადასახადი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. იყო ფულადი და ნატურალური. იხდიდნენ მოქალაქეები, ქალაქში მცხოვრები სახელმწიფო გლეხები და საქართველოს მაჰმადიანური მოსახლეობა (ელი). გადასახადს განსაზღვრავდა გადამხდელთა ქონებრივი მდგომარეობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვახარია ლ., სახელმწიფო ბეგარა-გადასახადები აღმოსავლეთ საქართველოში XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1960;
  • Месхишвили Ш. А., Города и городской строй феодальной Груыии XVII № XVIII вв., Тб., 1959;