მახლობელი კუნძულები
მახლობელი კუნძულები (ინგლ. Near Islands) — კუნძულთა ჯგუფი ალეუტის კუნძულების უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. კუნძულები მთიანია, სიმაღლე 953 მ-მდე. საერთო ფართობი 1143,8 კმ². დასახლებულია მხოლოდ კუნძულები ატუ და სიმია. ყველაზე დიდი კუნძულებია ატუ, აგატუ და კუნძულთა ჯგუფი სემიჩი, რომელშიც თავის მხრივ, გაერთიანებულია კუნძულები: ალაიდი, დაბალი და სიმია. კუნძულ სიმიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კმ-ში გაწოლილია პატარა რიფი, რომელიც ინგენსტრემის კლდეების სახელწოდებით არის ცნობილი. 1867 წლიდან მახლობელი კუნძულები ეკუთვნის აშშ-ს, შედის ალასკის შტატის შემადგენლობაში. მახლობელი კუნძულები პირველია ალეუტის კუნძულების ჯგუფებიდან, რომელიც რუსმა მრეწველმა მიხეილ ნევოდჩიკოვმა აღმოაჩინა 1745 წელს.
ატუ (1), აგატუ (2), ალაიდი (3), დაბალი (4) სემია (5). | |
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | ბერინგის ზღვა |
კოორდინატები | 52°48′02″ ჩ. გ. 173°07′54″ ა. გ. / 52.80056° ჩ. გ. 173.13167° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 15 |
მთავარი კუნძული | ატუ |
ფართობი | 1143,8 კმ² |
სიგრძე | 40 კმ |
უმაღლესი წერტილი | 953 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მახლობელი კუნძულები — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- მახლობელი კუნძულები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)