მაყაშვილების პირველი ციხე-დარბაზი

მაყაშვილების პირველი სასახლე — არქიტექტურული ძეგლი სოფელ რუისპირის სამხრეთით, 0,5 კილომეტრზე, მდინარე თურდოს მარცხენა ნაპირას. ნასოფლარ არტოზანის ტერიტორიაზე, თარიღდება XVIII საუკუნეების შუა ხხანებით.

ეკუთვნოდა ადგილობრივ ფეოდალებს — მაყაშვილებს. ციხის გეგმა თითქმის კვადრატულია, რომლის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკი დგას. გალავნის აღმოსავლეთ კედელი მდინარეს გასდევს, ამიტომ ოდნავ მოხრილია. ჩრდილოეთ კედლის ცენტრში ჭიშკარია. ჭიშკრის პირდაპირ, სამხრეთ კედლის ცენტრში — მცირე ზომის, სათადარიგო კარი. კოშკები ისეა დაზიანებული და გადაკეთებული, რომ მათი თავდაპირველი სახის აღდგენა მიახლოებით თუ ხერხდება. კოშკებიდან სამი, სავარაუდოდ, ორსართულიანი იყო, ქონგურებიანი ბანის მქონე. ხოლო მეოთხე — სამსართულიანი. შესასვლელები სართულებს ცალ-ცალკე ჰქონია. პირველი სართული ყველგან დამხმარე ჩანს, ხოლო მეორე სართულის კედლებში ცალმაგი და ორმაგი სათოფურები იყო განლაგებული. სართულშუა გადახურვა ხის იყო. ციხის კედლები ორიარუსიანი ჩვეულებისამებრ, ქვედა იარუსი აქაც ყრუა, ზედა კი — საბრძოლო იარუსები სისქეთა სხვაობა, მცირე საფეხურს ქმნის, რომელზეც დაყრდნობილი იქნებოდა მებრძოლთა სასიარულო ხის ბილიკი. ზედა იარუსის კედლებში, მონაცვლეობით. ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია განლაგებული. ციხის შიგნით, სამხრეთ კედლის გასწვრივ. მდგარა ორსართულიანი სასახლე. გალავნის ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნახევარი და აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნახევარი მეორეხარისხოვან ნაგებობებს ჰქონია მოკავებული. ჭიშკრის სიახლოვეს დგას კარის ეკლესია. შენობა დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა შესასვლელი ორია — სამხრეთით და დასავლეთით. ორივე შეისრულთაღიანი და შიგნიდან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. აღმოსავლეთით ეკლესის იატაკის მიმართ საფეხურით შემაღლებული, ნახევარვარწრიული აფსიდია. აფსიდის ცენტრში შეისრული სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს თითო, თაღოვანი ნიშაა. თითო, შეისრულოვანი სარკმელი დანარჩენ კედლებშიცაა. აფსიდი გადახურულია კონქით. დარბაზი — ცილინდრული კამარით. კამარის შუა ნაწილში შეკიდულ პილასტრებზე დაყრდნობილი, საბჯენი თაღია. ეკლესიის იატაკი კვადრატული აგურისაა. შენობის ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთისაა მორთული.

აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ და გვერდებზე მოთავსებულია წყობაში შეღრმავებული, თითო რომბი. დასავლეთ ფასადის მორთულობა აგურის რელიეფური არშიით გამოყვანილი სამი, ერთმანეთთან დაკავშირებული, სხვადასხვა საგანის ელემენტისგან შედგება, რომლებიც კედლის ღერზე ერთიმეორეს თავზეა განლაგებული და ფრონტონის არეში გამოსახული, რელიეფური ჯვრის საფეხუროვან საფუძველს ქმნის. მათ შორის ქვედაში, შესასვლელის ზედა ნახევარია მოქცეული, ზედაში კი — სარკმელი. ეკლესიის კედლები დასრულებული აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურებით გამოყვანილი რიგების მონაცვლეობითაა შედგენილი. სახურავი კრამიტისა ყოფილა.

ლიტერატურა

რედაქტირება