მაღრაანის კოშკი
მაღრაანის კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღრაანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრზე ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
კოშკი გეგმით კვადრატულია (5,8 X 5,8 მ), ზემოთკენ შევიწროვებული. ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი დაზიანებულია: შემორჩენილია ორსართულნახევრის სიმაღლეზე. პირველი სართულის უმეტესი ნაწილი მიწითა და ნანგრევებითაა ამოვსებული. შესასვლელი I სართულზეა. დასავლეთით, კარი სწორკუთხაა. სართულის სამხრეთ კედელში ერთი პატარა ნიშია. II და III სართულის კედლები ყრუა. სართულშუა გადახურვა ხის ძელებზე ყოფილა გამართული, შემორჩენილია ძელების ბუდეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 121.