მაღლარი მსხვილთვალა
მაღლარი მსხვილთვალა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
სახელწოდება მიღებული აქვს ჯიშისთვის დამახასიათებელი მსხვილი მარცვლის გამო.
ითვლება ადანასურის ვარიაციად.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ხშირი აბლაბუდისებრ-ქეჩისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი დიდი ზომისაა, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი. რბილობი — წვნიანი.
მაღლარი მსხვილთვალა საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. საჰექტარო მოსავლიანობა 5-5.7 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.
ადანასურისგან განსხვავებით მაღლარი მსხვილთვალასგან გაცილებით უფრო მაღალხარისხიანი წითელი ღვინო მზადდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 225